Робота для біженців з України
B2B გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: B2B გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ლიდი
გამოქვეყნდა: 24 სექტემბერი / ბოლო ვადა: 24 ოქტომბერი
შპს "ლიდი" ქართულ ბაზარზე აქტიურად ოპერირებს 2016 წლიდან და თანამშრომლობს კერძო თუ სახელმწიფო სექტორებთან.

"ლიდი" ტექნოლოგიურ სფეროში თანამედროვე ინფრასტრუქტურის დანერგვასა და ციფრულ ტრანსფორმაციაში ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა. ჩვენ ვთავაზობთ მომხმარებლებს მათ ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებულ IT პროდუქტების ფართო არჩევანს.

ჩვენს პროფესიონალთა გუნდში ვეძებთ თანამშრომელს B2B გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

** ლოკაცია: ქ. თბილისი, ა. ბელიაშვილის 145ა
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:30-18:30

ჩვენ გთავაზობთ:

** კონკურენტულ ანაზღაურებას: ფიქსირებული ანაზღაურება + გაყიდვებიდან მიღებული მოგების 20%-იანი ბონუსი
** სწრაფად მზარდ კომპანიაში პროფესიული განვითარების შესაძლებლობას
** ჯანმრთელობის დაზღვევას (გამოსაცდელი პერიოდის შემდეგ)

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** გაყიდვების სრული ციკლის მართვა: პოტენციურ კლიენტებთან დაკავშირება, შეხვედრების დაორგანიზება, მათი საჭიროებების შეფასება, კომპანიის პროდუქტების/სერვისების შეთავაზება, მოლაპარაკებების წარმოება და გაყიდვების დახურვა
** კომპანიის გაყიდვების სტრატეგიისა და გაყიდვების გეგმის შესრულება (ყოველთვიური, კვარტლური, წლიური)
** კლიენტებთან გრძელვადიანი და სტრატეგიული ურთიერთობების განვითარება
** კომპანიის სერვისებისა და პროდუქტების შესახებ პრეზენტაციების მომზადება
** ვენდორებთან კომუნიკაცია პროდუქტთან დაკავშირებული საკითხების შესახებ
** სამუშაო პროცესთან დაკავშირებულ დოკუმენტებზე მუშაობა და შესაბამისი ამოცანების შესრულება

უნარები/პასუხისმგებლობები:

** გამართული კომუნიკაციის, პრეზენტაციისა და მოლაპარაკების მართვის უნარი
** ანალიტიკური აზროვნება
** ტექნოლოგიებისადმი ინტერესი და ახალი პროდუქტების სწრაფად ათვისების უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** დროის მართვის უნარი
** მიზანდასახულობა და შედეგზე ორიენტირებულობა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** B2B გაყიდვების მიმართულებით მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება (IT hardware სფერო ჩაითვლება დამატებით უპირატესობად)
** ინგლისური ენა - B2 დონე

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე მითითებულ მისამართზე: hr@lead.ge

ვაკანსიის დასახელების სათაურის ველში მითითებით.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ გადარჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე