Робота для біженців з України
ფლორისტის დამხმარე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფლორისტის დამხმარე
მომწოდებელი: LovelyRoses.ge
გამოქვეყნდა: 22 სექტემბერი / ბოლო ვადა: 22 ოქტომბერი
"Lovelyroses.ge" აცხადებს ვაკანსიას ფლორისტის დამხმარის პოზიციაზე.

რას გთავაზობთ:

** ფლორისტიკის სფეროს გაცნობას;
** მეგობრულ გარემოსა და კოლეგების მხარდაჭერას;

სამუშაოს აღწერა:

** ყვავილების და სიმწვანის მომზადება თაიგულებისა და კომპოზიციებისთვის;
** ყვავილების მოვლა, წყლის გამოცვლა, ლარნაკების გასუფთავება და მაცივრის მოწესრიგება;
** ფლორისტული ღრუბლის მომზადება, თაიგულების ძირების შეფუთვა
** ფლორისტის სამუშაო ადგილის დასუფთავება და მოწესრიგება
** ახალი ყვავილების და სიმწვანეების მიღება, გასუფთავება, შესაბამის ლარნაკებში მოთავსება.
** სამუშაო ინვენტარის მომზადება: ყუთზე წარწერის გადაყვანა, გაღრუბლვა და ა.შ.
** ფლორისტების უშუალო დავალებების შესრულება.

მოთხოვნები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა და პუნქტუალურობა - ჩვენ ყოველ წუთსა და დეტალს დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ, კანდიდატმაც უნდა აუწყოს ფეხი ამ მოცემულობას, რათა ერთად შევქმნათ ხარისხიანი პროდუქცია და მომსახურება;
** მეგობრულობა - ჩვენი ატმოსფერო ასეთია და ვეძებთ ისეთ კანდიდატს, რომელიც მეგობრული, ღიმილიანი და მხიარული იქნება;
** მოხერხებულობა - ყვავილებთან მუშაობას ეს კრიტერიუმი ძალიან სჭირდება;
** კრეატიულობა - ყოველთვის მოხარულები ვართ მოვისმინოთ და განვახორციელოთ ახალი იდეები.

სამუშაო გრაფიკი და ანაზღაურება:

კვირაში მინიმუმ 4 დღე (დღეგამოშვებით), 6-საათიანი გრაფიკით; გრაფიკი მოძრავია და შესაძლოა კვირების განმავლობაში შეიცვალოს. დღიური ანაზღაურება იწყება 50 ლარი (ხელზე ასაღები) და იზრდება დროის განმავლობაში, ასევე ის დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებასა და სამუშაო დღეების რაოდენობაზე.

სამუშაო ადგილი: ვაკე - ფალიაშვილის 38.

!!! გაფრთხილება: ზოგადად ჩვენი პროფესია ფიზიკურად საკმაოდ დატვირთული პროფესიაა, რადგან ფლორისტის დამხმარეს უწევს მძიმე ლარნაკებში და სათლებში წყლის გამოცვლა.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ შეავსოთ შემდეგი ფორმა: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSdvzlFGK7M8h097XuZCxvcjD3uAZlDtbhE4vPni-TlcOVwxzg/viewform?usp=header
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე