Робота для біженців з України
მოლარე-ოპერატორი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოლარე-ოპერატორი
მომწოდებელი: Tourinvest Group
გამოქვეყნდა: 22 სექტემბერი / ბოლო ვადა: 22 ოქტომბერი
"ტურინვესტ ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე საბაგირო გზაზე არსებულ რესტორან "არგო"-ში.

ძირითადი მოვალეობები:

** უზრუნველყოფს ნაღდ ფულსა და სხვა ფასეულობასთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოების წესების სრულ დაცვას;
** უზრუნველყოფს სალარო ოპერაციის ზუსტ აღრიცხვასა და პროგრამულ გატარებას;
** უზრუნველყოფს ეფექტურ კომუნიკაციას მომხმარებელთან;

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა, (ნებისმიერი დამატებითი ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად)

პიროვნული თვისებები:

** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პუნქტუალურობა და პასუხისმგებლობა;

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი, ყადირ შერვაშიძის აღმართი №78
** სამუშაო განაკვეთი: სრული განაკვეთი
** ანაზღაურება: შეთანხმებით

ჩვენ გთავაზობთ:

** კომფორტულ სამუშო გრაფიკს;
** კვებით უზრუნველყოფას;
** ტრანსპორტირებას საბაგირო გზით;

გამოწვევებით სავსე, სასიამოვნო, მრავალფეროვან და განვითარებად გარემოსთან ერთად კომპანია თანამშრომლებს განსაკუთრებულ ბენეფიტებსაც სთავაზობს:

** კვებითი უზრუნველყოფა
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** 50%-იანი ფასდაკლება ჰილტონ ბათუმის: Nephele Sky Bar, Tandila Lobby Bar, Eforea Spa
** 70%-იანი ფასდაკლება საბაგირო გზაზე "არგო"
** ფასდაკლება რესტორან "არგო"-ში

კომპანიის შესახებ

"ტურინვესტ ჯგუფი" საქართველოში ოპერირებს 2008 წლიდან და 200 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია აქვს განხორციელებული. კომპანიის საქმიანობის მიმართულებები მოიცავს:

** მშენებლობასა და უძრავი ქონების მართვას
** სასტუმროებისა და რესტორნების ოპერირებას
** ტურისტული ატრაქციონებისა და სათამაშო ბიზნესის მართვას
** საერთაშორისო ბრენდებთან პარტნიორობას

დღეისათვის კომპანიაში დასაქმებულია 800-ზე მეტი ადამიანი, რაც ტურინვესტ ჯგუფს ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ დამსაქმებლად აქცევს რეგიონში. კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს თანამშრომელთა განვითარებასა და პროფესიულ წინსვლას.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა ვაკანსიაზე განაცხადის შესავსებად, გთხოვთ, ეწვიეთ მითითებულ ბმულს: https://careertourinvestgroup.bitrix24.site/crm_form_udacc/

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

კომპანია ტურინვესტ ჯგუფი მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე