"MEGAHAND" ევროპული მეორეული ტანსაცმლისა, ფეხსაცმლის და აქსესუარების საერთაშორისო მაღაზიათა ქსელია.
"MEGAHAND" გთავაზობთ მამაკაცის, ქალის და ბავშვის მოდურ ტანსაცმლისა, ფეხსაცმლის და აქსესუარების ფართო არჩევანს. ბოლო 12 წლის განმავლობაში ჩვენ გავხსენით 250-ზე მეტი მაღაზია დსთ-ს ქვეყნებში!
ახლა კი, მოხარულები ვართ გამოვაცხადოთ ვაკანსია მაღაზიის მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე ქ.თბილისში
სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, გლდანი, ი.ვეკუას ქუჩა N4
სამუშაო განაკვეთი: სრული 2/2
ხელფასი: 950 ლარი + ბონუსი
ძირითადი მოვალეობები:
** კომპანიის შინაგანაწესისა და მომსახურების სტანდარტის დაცვა
** მომხმარებლის თავაზიანი დახვედრა და მომსახურება;
** მომხმარებლისათვის კვალიფიციური კონსულტაციის გაწევა პროდუქციის ასორტიმენტისა და მახასიათებლების შესახებ;
** მომხმარებლის საჭიროებების დადგენა და შესაბამისი პროდუქციის შეთავაზება;
** დარბაზში პროდუქციის განთავსება მერჩენდაიზინგის წესების დაცვით, მისი მუდმივი შევსება და კონტროლი;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია ტანსაცმლის ან ფეხსაცმლის მაღაზიათა ქსელში კონსულტანტის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
** სასურველია ინგლისური/ რუსული ენების ფლობა;
პიროვნული თვისებები:
** ენერგიულობა და შრომისმოყვარეობა;
** კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობა;
ჩვენ გთავაზობთ:
** სტაბილურ შემოსავალს
** გამჭვირვალე საბონუსე სისტემას
** პროფესიულ განვითარებას
** მოსახერხებელ გრაფიკს
** სასიამოვნო სამუშაო ატმოსფეროს
** შიდა ფასდაკლებას მაღაზიებში
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად, ელ- ფოსტაზე: megahand.geo@gmail.com და მიუთითოთ პოზიცია: "მაღაზიის კონსულტანტი", ან დაგვიკავშირდით ნომერზე : 500 703 669.
გისურვებთ წარმატებას!
|