|
დასახელება:
ფილიალის მენეჯერის ასისტენტი
|
| მომწოდებელი:
ატელიე აუთლეტი
|
|
გამოქვეყნდა: 22 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 22 ოქტომბერი
|
ATELIER OUTLET / ატელიე აუთლეტი - მულტიბრენდული სივრცეა, რომელიც 2018 წლიდან საქართველოს ბაზარზე მსოფლიოს წამყვან მოდის ბრენდებს წარმოადგენს.
კომპანიის მთავარი იდეაა, მომხმარებელს ერთ სივრცეში შესთავაზოს ხარისხიანი და თანამედროვე ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და აქსესუარები განსაკუთრებული აუთლეტ-ფასებით. ATELIER OUTLET-ის ასორტიმენტი აერთიანებს 250-ზე მეტ საერთაშორისო ბრენდს და მოიცავს ქალის, მამაკაცისა და ბავშვის მრავალფეროვან კოლექციებს.
კომპანია აცხადებს ვაკანსიას ფილიალის მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე.
ლოკაცია: თბილისი
გრაფიკი: 10:00-19:00/13:00-22:00 (დასვენება 2 დღე)
ანაზღაურება: 1500-2000 ლარი
აუცილებელი მოთხოვნა:
** უცხო ენა სასაუბრო დონეზე;
** გაყიდვების მიმართულებით გამოცდილება;
** დისციპლინა და პასუხისმგებლობა;
** ლიდერის უნარ-ჩვევები;
მოვალეობები:
** პროდუქციის მიღება;
** ახალი კოლექციის დამუშავება დარბაზში წარმოსადგენად;
** შიდა ტრანსფერების მომზადება საჭიროებისამებრ;
** საწყობის მოწესრიგება;
** მომხმარებლის სერვისის გაუმჯობესებაზე ზრუნვა;
** ფილიალის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
** დარბაზში წესრიგის მუდმივი მონიტორინგი;
** ახალი თანამშრომლების ტრეინინგი;
** პროდუქციის მოვლა/მოწესრიგება;
** სალაროს გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
თუ გსურთ შემოუერთდეთ ტანსაცმლის სფეროს და გახდეთ წამყვანი აუთლეტ მაღაზიის თანამშრომელი, გაგვიზიარეთ CV - vacancy@atelieroutlet.ge subject - მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|