Робота для біженців з України
საწყობის თანამშრომელი - მარშალ გელოვანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის თანამშრომელი
მომწოდებელი: ატელიე აუთლეტი
გამოქვეყნდა: 22 სექტემბერი / ბოლო ვადა: 22 ოქტომბერი
ATELIER OUTLET / ატელიე აუთლეტი - მულტიბრენდული სივრცეა, რომელიც 2018 წლიდან საქართველოს ბაზარზე მსოფლიოს წამყვან მოდის ბრენდებს წარმოადგენს.

კომპანიის მთავარი იდეაა, მომხმარებელს ერთ სივრცეში შესთავაზოს ხარისხიანი და თანამედროვე ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და აქსესუარები განსაკუთრებული აუთლეტ-ფასებით. ATELIER OUTLET-ის ასორტიმენტი აერთიანებს 250-ზე მეტ საერთაშორისო ბრენდს და მოიცავს ქალის, მამაკაცისა და ბავშვის მრავალფეროვან კოლექციებს.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე.

ლოკაცია: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის #36
გრაფიკი: 10:00-18:00/11:00-19:00 (დასვენება 2 დღე)
ანაზღაურება: 1000

ბენეფიტები:

** ჯანმრთელობის დაზღვევა
** კორპორატიული ფასდაკლება პროდუქციაზე
** დაბადების დღეზე ვაუჩერი კომპანიისგან
** FITPASS
** კარიერული წინსვლა

აუცილებელი მოთხოვნა:

** უცხო ენა სასაუბრო დონეზე;
** მსგავს პოზიციაზე მინ. 1 წლიანი გამოცდილება;

მოვალეობები:

** პროდუქციის დარბაზში გასატანად მომზადება და გატანა ("თაგის" დამაგრება, საკიდზე განთავსება და დაუთოვება)
** კოლექციის კატეგორიებად დახარისხება და დარბაზში გასატანად მომზადება
** საწყობიდან დარბაზში პროდუქციის დამატება, სექციის, კატეგორიის, ბრენდების და ზომების მიხედვით განლაგება.
** საწყობში განთავსებული ინვენტარის (საკიდები, მარკეტინგული მასალა, რეილები, კედლის საკიდები და თაროები) მოწესრიგება და დახარისხება

თუ გსურთ შემოუერთდეთ ტანსაცმლის სფეროს და გახდეთ წამყვანი აუთლეტ მაღაზიის თანამშრომელი, გაგვიზიარეთ CV - vacancy@atelieroutlet.ge subject - მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე