Робота для біженців з України
E-commerce ოპერაციების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: E-commerce ოპერაციების მენეჯერი
მომწოდებელი: მეგასპორტი
გამოქვეყნდა: 22 სექტემბერი / ბოლო ვადა: 22 ოქტომბერი
"მეგასპორტის" გუნდში ვეძებთ პასუხისმგებლიან და ორგანიზებულ თანამშრომელს, რომელიც უზრუნველყოფს ელექტრონული კომერციის პროცესების მართვას.

ძირითადი მოვალეობები:

** ვებგვერდზე შემოსული ონლაინ შეკვეთების მიღება, დამუშავება და მართვა;
** ონლაინ გაყიდვების პროცესის კოორდინაცია შეკვეთის მიღებიდან მიწოდებამდე;
** შეკვეთების დეტალების გადამოწმება და საჭიროების შემთხვევაში მომხმარებელთან კომუნიკაცია;
** შეკვეთების საკურიერო კომპანიასთან გაფორმება და გადაცემის პროცესის ორგანიზება;
** საკურიერო სერვისთან კომუნიკაცია და შეკვეთების სტატუსების მონიტორინგი;
** შეკვეთებთან დაკავშირებული საკითხების დროული გადაწყვეტა;
** ონლაინ გაყიდვების მონაცემებისა და შეკვეთების შესახებ ინფორმაციის მოწესრიგებული აღრიცხვა;
** E-commerce ოპერაციების გაუმჯობესებისა და პროცესების ეფექტიანობის ხელშეწყობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ონლაინ გაყიდვების ან E-commerce ოპერაციების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** საოფისე პროგრამების, განსაკუთრებით Excel-ის, საბაზისო ცოდნა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა და დროის ეფექტური მართვის უნარი;
** კომუნიკაციისა და პრობლემების გადაჭრის კარგი უნარები;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სწრაფად სწავლისა და ახალ სისტემებთან ადაპტაციის შესაძლებლობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგზავნოთ CV მითითებულ საკონტაქტო ელფოსტაზე info@megasport.ge და გთხოვთ, შეტყობინების სათაურის ველში (Subject-ში) მიუთითოთ "E-commerce ოპერაციების მენეჯერი".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე