Робота для біженців з України
მცხობელი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მცხობელი
მომწოდებელი: სკოლა
გამოქვეყნდა: 22 სექტემბერი / ბოლო ვადა: 22 ოქტომბერი
სკოლა აცხადებს ვაკანსიას მცხობელის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ჭავჭავაძის 44
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი, 9 საათი
ანაზღაურება: 90 ლარიდან (გამოცდილების მიხედვით)
დასვენების დღეები: სკოლის არდადეგებისა და ოფიციალური დასვენების პერიოდში

ძირითადი მოვალეობები:

** სკოლის მოსწავლეებისთვის პურისა და სხვადასხვა სახის ცომეული პროდუქტის მომზადება;
** რეცეპტებისა და დადგენილი ტექნოლოგიური პროცესების დაცვა;
** მზა პროდუქციის ხარისხის კონტროლი;
** სამუშაო სივრცისა და ინვენტარის სისუფთავისა და ჰიგიენის უზრუნველყოფა;
** HACCP-ის მოთხოვნებისა და სურსათის უვნებლობის წესების დაცვა;
** პროდუქტების სწორად შენახვისა და გამოყენების წესების დაცვა;
** ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრული სამუშაოსთან დაკავშირებული სხვა მოვალეობების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მცხობლად მუშაობის მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება;
** სასურველია სკოლაში, საბავშვო ბაღში, სასადილოში ან ბავშვთა კვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** სხვადასხვა სახის პურისა და ცომეული პროდუქტის მომზადების გამოცდილება;
** HACCP-ის სტანდარტებისა და სურსათის უვნებლობის მოთხოვნების ცოდნა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და სისუფთავის დაცვა;
** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდში მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ სამუშაო გარემოს;
** დასვენებას სკოლის არდადეგებისა და დასვენების პერიოდში;
** მეგობრულ სამუშაო გარემოს.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგზავნოთ CV ელ.ფოსტაზე: bubalaghadze1@gmail.com და გთხოვთ, წერილის Subject ველში მიუთითოთ: "მცხობელი".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე