Робота для біженців з України
PR & კომუნიკაციების ხელმძღვანელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: PR & კომუნიკაციების ხელმძღვანელი
მომწოდებელი: დეუს ჰოლდინგი
გამოქვეყნდა: 22 სექტემბერი / ბოლო ვადა: 22 ოქტომბერი
"DEUS HOLDING" ეძებს PR & COMMUNICATIONS LEAD-ს.

ლოკაცია: თბილისი | Full-time, ნაწილობრივ დისტანციური.

"DEUS HOLDING"-ისა და ჩვენი საერთაშორისო პროექტების განვითარების ახალ ეტაპზე ვეძებთ ძლიერ PR & Communications Lead-ს, რომელიც აიღებს პასუხისმგებლობას კომპანიისა და მისი პროექტების საკომუნიკაციო მიმართულების განვითარებაზე საქართველოში.

ვეძებთ ადამიანს, რომელიც თვითონ დაინახავს ამბავს, შექმნის იდეას და მიიყვანს მას შედეგამდე.

ამ პოზიციის მთავარი მიზანია "DEUS HOLDING"-ისა (ლუქსიუმის პარტნიორის) და მისი პროექტების ცნობადობის, ნდობისა და ძლიერი საჯარო პოზიციონირების განვითარება.

ძირითადი პასუხისმგებლობები:

** PR და საკომუნიკაციო სტრატეგიის შექმნა და განხორციელება;
** კომპანიის ყოველდღიურ საქმიანობაში საინტერესო news hook-ებისა და PR შესაძლებლობების პროაქტიულად აღმოჩენა;
** მედიასთან ურთიერთობა — ინტერვიუები, სტატიები, სიუჟეტები, პრესრელიზები და სპეციალური პროექტები;
** Founder/CEO-ს პერსონალური ბრენდისა და საჯარო კომუნიკაციის განვითარება;
** Facebook, Instagram, TikTok, YouTube და LinkedIn-ისთვის საკომუნიკაციო და content strategy-ს შექმნა;
** ყოველდღიური რეალური პროცესების საინტერესო ისტორიებად და თანამედროვე short-form ვიდეოკონტენტად გარდაქმნა;
** კომპანიის მნიშვნელოვანი სიახლეების, მიღწევებისა და საერთაშორისო განვითარების სწორად შეფუთვა და გაშუქება;
** მედია, ინფლუენსერებთან და სხვა სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობების განვითარება;
** ვიდეოგრაფების, დიზაინერების, კონტენტ-კრეატორებისა და სხვა გარე რესურსების მოძიება და კოორდინაცია;
** რეპუტაციული და კრიზისული კომუნიკაციის მართვა;
** კონკურენტების, ტრენდებისა და საინფორმაციო გარემოს მუდმივი მონიტორინგი;
** განხორციელებული აქტივობების შედეგების ანალიზი და კონკრეტული KPI-ებით შეფასება.

ვის ვეძებთ:

** მინიმუმ 3-5 წლიანი რეალური გამოცდილება PR-ის, კომუნიკაციების, მედიის ან ბრენდ-მარკეტინგის მიმართულებით;
** ინგლისური ენის კარგი ცოდნა;
** ქართული მედია გარემოსა და სოციალური მედიის თანამედროვე ფორმატების კარგი ცოდნა;
** storytelling-ისა და ძლიერი ტექსტის შექმნის უნარი;
** დამოუკიდებლად მუშაობისა და რამდენიმე პროექტის ერთდროულად მართვის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობა, ინიციატივიანობა და შედეგზე ორიენტაცია.

განსაკუთრებული უპირატესობა იქნება: ტექნოლოგიურ, ფინანსურ, fintech/blockchain ან საერთაშორისო კომპანიებთან მუშაობის გამოცდილება; მედიასთან არსებული პროფესიული ურთიერთობები; Founder/Executive personal branding-ის გამოცდილება; TikTok/Reels/YouTube Shorts-ის კარგად გაგება.

გამოგვიგზავნეთ:

** CV ან LinkedIn პროფილი;
** 2-3 საუკეთესო პროექტი/კამპანია, რომელზეც პირადად გიმუშავიათ;
** მოკლედ — "რას შეცვლიდით DEUS HOLDING-ის კომუნიკაციაში პირველ 90 დღეში?" პროექტის შესახებ: http://www.luxium.io

შერჩეულ კანდიდატებთან ჩატარდება ონლაინ გასაუბრება.

საკონტაქტო მეილი: Info@luxium.global
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე