Робота для біженців з України
ბელბოი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბელბოი
მომწოდებელი: სასტუმრო Brim Tbilisi
გამოქვეყნდა: 22 სექტემბერი / ბოლო ვადა: 22 ოქტომბერი
სასტუმრო "Brim Tbilisi" აცხადებს ვაკანსიას ბელბოის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, მალხაზ აბდუშელიშვილის 12/14 (ავლაბარი)

ბელბოი პასუხისმგებელია სტუმართა თავაზიან მიღება-დახვედრაზე და გაცილებაზე, მაქსიმალურად მეგობრული და სასიამოვნო გარემოს შექმნაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** აკონტროლოს უნივერსალური გასაღები და დაიცვას უსაფრთხოების სტანდარტები;
** მოახდინოს სტუმრის ბარგის იდენტიფიცირება, მიაცილოს სტუმარი ოთახამდე თავისივე ბარგით და უზრუნველყოს ოთახის შესახებ ზოგადი ინფორმაციით;
** ჯგუფების მიღების შემთხვევაში, სწრაფად, დროულად და ორგანიზებულად მოახდინოს ბარგის იდენტიფიცირება, შეგროვება და დანიშნულების ადგილზე მიტანა;
** დაამყაროს მჭიდრო ურთიერთობები სხვა დეპარტამენტების თანამშრომლებთან;
** ბარგის ოთახის მოწესრიგება და მართვა;
** შიდა და გარე პერიმეტრზე განათების ანთება/ჩაქრობა;
** ფლობდეს სასტუმროს, სივრცეების, მომსახურებების შესახებ სრულ ინფორმაციას;
** იცოდეს ინფორმაცია ქალაქში მდებარე ღირსშესანიშნაობების შესახებ;
** დაიცვას ობიექტზე არსებული სტანდარტები: ატარებდეს მოწესრიგებულ უნიფორმას.

მოთხოვნები:

** აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა.

უნარ-ჩვევები:

** კარგი კომუნიკაციის უნარი;
** დროის მართვის უნარი.

ანაზღაურება და პირობები:

** გრაფიკი: 12 საათიანი (ორი სამუშაო / ორი დასვენების დღე);
** 900 ლარი (ხელზე ასაღები თანხა);
** პროფესიული ტრენინგები;
** კვება;
** უნიფორმა.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი CV მეილზე: info@brimtbilisi.com. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: ბელბოი.

ვებგვერდი: www.brimtbilisi.com

სასტუმრო Brim Tbilisi გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე