Робота для біженців з України
კოლექციის კურატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კოლექციის კურატორი
მომწოდებელი: ეროვნული ბოტანიკური ბაღი
გამოქვეყნდა: 21 სექტემბერი / ბოლო ვადა: 21 ოქტომბერი
"საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი" არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, სამეცნიერო-კვლევითი, ეკოსაგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც დედაქალაქის ერთ-ერთი გამორჩეული ღირსშესანიშნაობაა.

ა (ა)იპ "საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი" აცხადებს ვაკანსიას დეკორატიულ მცენარეთა კოლექციების და ბაღის გაფორმების განყოფილებაში კოლექციის კურატორის (ბონსაი) პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ბოტანიკურის ქ. #1
სამუშაო გრაფიკი: სრული, ორშაბათი-პარასკევი 08:30-17:30
ანაზღაურება: 1920 ლარი (დარიცხული)*

*შენიშვნა: დარიცხულ თანამდებობრივ სარგოს აკლდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადები.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ბონსაის კოლექციის კურირება: ტაქსონომიური აღრიცხვიანობა, დაცვა, შენარჩუნება და განახლების დაგეგმვა;
** მცენარეთა დაცვის ჯგუფთან კოორდინაციით, კოლექციის მავნებელ-დაავადებებზე მონიტორინგი, საველე კვლევები და კონტროლის ღონისძიებებში ჩართულობა;
** ინტროდუქციისა და კოლექციის გამდიდრების მიზნით, მცენარეთა ახალი სახეობების შერჩევა-შესწავლა და მათი კონსერვაცია;
** კოლექციის პერიოდული ინვენტარიზაცია, დოკუმენტირება, ეტიკეტირება და საინტერპრეტაციო მასალების მომზადება;
** ბაღის საგანმანათლებლო და საზოგადოებრივ პროგრამებში მონაწილეობა და კოლექციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ბაკალავრის ხარისხი ან პროფესიული განათლება ბოტანიკის, ჰორტიკულტურის, აგრარული მეცნიერებების ან ლანდშაფტის დიზაინის მიმართულებით (მაგისტრის ან დოქტორის ხარისხი ჩაითვლება უპირატესობად);
** მსგავს სფეროში მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება (სასურველია სარეკომენდაციო წერილის წარმოდგენა);
** ბოტანიკისა და ჰორტიკულტურის საბაზისო პრინციპების ცოდნა;
** მცენარეთა სარკვევების, ონლაინ ბაზებისა და სპეციალური ლიტერატურის გამოყენების უნარ-ჩვევები;
** ინგლისური ენის მინიმუმ B1-B2 დონეზე ცოდნა და საოფისე პროგრამების (MS Office) ფლობა.

პიროვნული უნარები:

** გუნდური და აქტიურ სამუშაო გარემოში მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა, დეტალებზე ორიენტირებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
** კარიერული და პროფესიული წინსვლის პერსპექტივას.

შერჩევის მეთოდები:

** სატელეფონო გასაუბრება;
** ინდივიდუალური გასაუბრება.

როგორ მიიღოთ მონაწილეობა:

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე Hr@nbgg.ge 2026 წლის 21 ოქტომბრის ჩათვლით.

მნიშვნელოვანია: გთხოვთ, სათაურის ველში "subject"-ში მიუთითოთ პოზიციის დასახელება (კოლექციის კურატორი).

** * გაცნობებთ, რომ ა (ა)იპ საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის (ს/ნ 404405960) მიერ, თქვენი პერსონალური მონაცემები მუშავდება, მათ შორის, ხდება მათი შეგროვება, გადამოწმება და შენახვა თქვენი განაცხადის განხილვისა და კანდიდატთა შერჩევა/დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

თქვენი განაცხადი/CV და მასში მოცემული პერსონალური მონაცემები, კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებიდან გამომდინარე, მათ შორის, კონკურსის შედეგებთან დაკავშირებით სამართლებრივი დავის პროცესის უზრუნველყოფის მიზნით, ჩვენ მიერ შეინახება კონკურსის დასრულებიდან 1 წლის განმავლობაში.

დამატებით გაცნობებთ, რომ თქვენთვის უზრუნველყოფილია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის III თავით გათვალისწინებული უფლებები.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე