|
დასახელება:
ქოლცენტრის ოპერატორი
|
| მომწოდებელი:
ორდუნეტი
|
|
გამოქვეყნდა: 21 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 21 ოქტომბერი
|
ინტერნეტ პროვაიდერი კომპანია - შპს "ორდუნეტ"-ი აცხადებს ვაკანსიას ქოლცენტრის ოპერატორის პოზიციაზე
სამუშაო ადგილი: ზუგდიდი, თბილისის ქ.#12
სამუშაო გრაფიკი: 10:00-18:00 სთ
სამუშაო დღეები: ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით;
ანაზღაურებადი სტაჟირება: ორი თვე
ტექნიკური მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
** საოფისე კომპიუტერულ პროგრამებში მუშაობის უნარი საბაზისო დონეზე;
სხვა მოთხოვნები:
** მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
** კომპეტენციის ფარგლებში მომხმარებლისთვის ამომწურავი და ხარისხიანი მომსახურების გაწევა, მათ პრობლემებზე და სხვა საკითხებზე დროული რეაგირება ან კომპანიის შესაბამის სამსახურთან გადამისამართება / უკუკავშირის განხორციელება;
** მომხმარებელთა უფლებების, მომსახურების სტანდარტით დადგენილი წესებისა და მოთხოვნების ზუსტი დაცვა.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე (CV), გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: info@ordunet.ge. ელ. ფოსტის სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
დამატებით გაცნობებთ, რომ თქვენი მონაცემების - რეზიუმეს (CV- რომელიც შესაძლოა შეიცავდეს განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს) გამოგზავნით, თქვენ გამოთქვამთ თანხმობას, რომ შპს "ორდუნეტ"-ის მიერ დამუშავდეს თქვენი პერსონალური მონაცემები.
ასევე გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები, შპს "ორდუნეტ"-ის მხრიდან დამუშავდება - მხოლოდ დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად,
თქვენ უფლება გაქვთ, მიიღოთ ინფორმაცია - თქვენს შესახებ დამუშავებული მონაცემების თაობაზე, მოითხოვოთ თქვენს რეზიუმეში - მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ ელ-ფოსტის მისამართზე - info@ordunet.ge.
საკონტაქტო -0323 100 700, (303); /ელ.ფოსტა info@ordunet.ge; მის: ზუგდიდი, თბილისის ქ. # 12
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|