Робота для біженців з України
მინიბარის თანამშრომელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მინიბარის თანამშრომელი
მომწოდებელი: ამბასადორი თბილისი
გამოქვეყნდა: 21 სექტემბერი / ბოლო ვადა: 21 ოქტომბერი
სასტუმროთა ქსელი "Ambassadori" - "ამბასადორი" თბილისი აცხადებს ვაკანსიას მინიბარის თანამშრომლის პოზიციაზე.

ზოგადი სამუშაო აღწერილობა და ფუნქცია-მოვალეობები:

** სასტუმროს ნომრებში განთავსებული მინიბარის პროდუქტების კონტროლი, შევსება, აღრიცხვა და სტუმრებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა;
** სასტუმროს ნომრებში მინიბარის ყოველდღიური შემოწმება;
** მოხმარებული პროდუქციის აღრიცხვა და შესაბამის სისტემაში დაფიქსირება;
** მინიბარის დროული შევსება დადგენილი სტანდარტების მიხედვით;
** პროდუქციის ვადებისა და ხარისხის კონტროლი;
** მარაგების მიღება, დასაწყობება და ინვენტარიზაციაში მონაწილეობა;
** ნომერში შესვლისას სტუმრის კონფიდენციალურობისა სასტუმროს წესების დაცვა;
** აღმოჩენილი დაზიანებების ან შეუსაბამობების შესახებ ხელმძღვანელობის ინფორმირება;
** ჰიგიენისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია სასტუმროს ან მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება.
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა.
** კომუნიკაციის და გუნდური მუშაობის უნარი.
** ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე hr@ambassadori.com

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე