Робота для біженців з України
ფინანსისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფინანსისტი
მომწოდებელი: ვიტა ინვიტრო კლინიკა
გამოქვეყნდა: 21 სექტემბერი / ბოლო ვადა: 21 ოქტომბერი
შპს "ვიტა ინვიტრო კლინიკა - აფილირებული სამშობიარო ჰოსპიტალი" სტანდარტის ჩვენს გუნდში იწვევს გამოცდილ, მოტივირებულ და დეტალებზე ორიენტირებულ ფინანსისტს.

ადგილმდებარეობა: თბილისი, ნაძალადევის რაიონი, ნაქალაქევის ქ. №3

ძირითადი მოვალეობები

** კლინიკისა და ჰოსპიტლის ფინანსური ოპერაციების მართვა, აღრიცხვა და მონიტორინგი.
** შემოსავლებისა და ხარჯების დეტალური ანალიზი, ბიუჯეტირება და პროგნოზირება.
** საგადასახადო კანონმდებლობასთან სრულ შესაბამისობაში საქმიანობის უზრუნველყოფა.
** საგადასახადო დეკლარაციების მომზადება და შემოსავლების სამსახურთან (RS.ge) ეფექტური კომუნიკაცია.
** ფინანსური რეპორტინგის მომზადება ხელმძღვანელობისთვის.
** ფინანსურ რისკებთან დაკავშირებული საკითხების იდენტიფიცირება და პრევენციული ზომების გატარება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

** სავალდებულოა: შემოსავლების სამსახურში მუშაობის გამოცდილება.
** უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის ან ბუღალტერიის მიმართულებით.
** სამედიცინო/ჰოსპიტალურ სექტორში ფინანსისტად ან ბუღალტრად მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
** საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის საფუძვლიანი ცოდნა.
** ფინანსურ და საბუღალტრო პროგრამებთან, ასევე MS Excel-თან მაღალ დონეზე მუშაობის უნარი.
** ანალიტიკური აზროვნება, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა.

სამუშაო პირობები

** ანაზღაურება: 7 000 ლარი (ხელზე ასაღები)
** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე (ორშაბათი - პარასკევი), 10:00-დან 18:00 საათამდე.
** სამუშაო ადგილი: თბილისი, ნაძალადევის რაიონი, ნაქალაქევის ქ. №3.

განაცხადის მიღების წესი

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: manager@vitainvitroclinic.com

წერილის თემის ველში (Subject) მიუთითეთ: "ფინანსისტი".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე