Робота для біженців з України
ანაზღაურებადი სტაჟირება - Fintech და Crypto ინდუსტრიაში
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ანაზღაურებადი სტაჟირება - Fintech და Crypto ინდუსტრიაში
მომწოდებელი: CityPay.io
გამოქვეყნდა: 21 სექტემბერი / ბოლო ვადა: 10 ოქტომბერი
კომპანია "CityPay.io" აცხადებს 6-თვიან ანაზღაურებად სტაჟირების პროგრამას მე-3-4 კურსის სტუდენტებისთვის, ახალი კურსდამთავრებულებისა და კარიერის საწყის ეტაპზე მყოფი კანდიდატებისთვის, რომლებსაც სურთ მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება Fintech და Crypto ინდუსტრიაში.

სტაჟირების პროგრამის ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ ჩაერთონ რეალურ ბიზნეს პროექტებსა და ყოველდღიურ სამუშაო პროცესებში, იმუშაონ გამოცდილ პროფესიონალებთან ერთად, მიიღონ მენტორის მხარდაჭერა და რეგულარული უკუკავშირი და განივითარონ პროფესიული უნარები საერთაშორისო ბიზნეს გარემოში.

სტაჟირების პროგრამა ცხადდება 6 მიმართულებით:

** TREASURY Team
Treasury Operations, Liquidity & Cash Management, Crypto/Fiat Transactions, Payment Operations, Reconciliation და Treasury Reporting.
** FINANCE Team
Financial Reporting, Financial Analysis, Budgeting, Accounting Processes, Reconciliation, Management Reporting და Fintech Finance Fundamentals.
** EXPANSION Team
Market Research, Market Entry Strategy, Regulatory Research, Business Development და Partnerships.
** TECH Team
Software Development, QA, Data, Product, DevOps / Infrastructure, APIs, Databases, Testing და Blockchain Fundamentals.
** ARKETING Team
Digital Marketing, Social Media, Content Marketing, Campaign Management, Market & Competitor Research, Marketing Analytics და Brand Communication.
** MANAGEMENT Team
Business Operations, Strategic Planning, Project Management, Business Analysis, Performance Management, Reporting და Process Improvement.

როგორ მივიღოთ მონაწილეობა?

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ ელფოსტაზე: career@citypay.io. Subject-ში აუცილებელია მიუთითოთ მიმართულება, რომელშიც გსურთ სტაჟირების გავლა: TREASURY Team | FINANCE Team | EXPANSION Team | TECH Team | MARKETING Team | MANAGEMENT Team

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 10 ოქტომბერი
სტაჟირების დასაწყისი: ნოემბერი

საკონტაქტო ნომერი: 511 450 059
ვებგვერდი: citypay.io

თითოეულ მონაწილეს ეყოლება მენტორი, ექნება ინდივიდუალური სასწავლო გეგმა, პრაქტიკული დავალებები, რეგულარული უკუკავშირი და პროგრესის შეფასება.

პროგრამის წარმატებით გავლისა და მაღალი შედეგების შემთხვევაში, კომპანიის ბიზნეს საჭიროებიდან გამომდინარე, საუკეთესო მონაწილეები შესაძლოა განიხილებოდნენ CityPay.io-ს Junior / Entry-Level პოზიციებზე.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე