Робота для біженців з України
ბარმენი, მიმტანი, რანერი - ყვარელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბარმენი, მიმტანი, რანერი
მომწოდებელი: Askaneli Falestra
გამოქვეყნდა: 18 სექტემბერი / ბოლო ვადა: 18 ოქტომბერი
ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანია "ასკანელი" ავითარებს ახალ სასტუმროს პროექტს და სასტუმროს გახსნამდე აყალიბებს პროფესიონალ გუნდს სხვადასხვა მიმართულებით.

თუ გსურთ გახდეთ ახალი სასტუმროს გახსნის გუნდის წევრი და მიიღოთ მონაწილეობა მისი სტანდარტების, მომსახურებისა და სამუშაო პროცესების ჩამოყალიბებაში, გელოდებით.

ამ ეტაპზე ვეძებთ თანამშრომლებს შემდეგი მიმართულებებით:

** ბარმენი;
** მიმტანი,
** რანერი.

ჩვენ გთავაზობთ:

** მუშაობას ახალ, თანამედროვე სასტუმროში;
** შესაძლებლობას, შეუერთდეთ გუნდს სასტუმროს გახსნამდე;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
** მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს.

ადგილმდებარეობა: კახეთი, ყვარელი, სოფელი სანავარდო.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გადმოგვიგზავნოთ CV ელფოსტაზე: askanelifalestra.hr@gmail.com, სათაურის ველში (subject)-ში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და
მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე