|
დასახელება:
მარკეტინგის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
MARK4
|
|
გამოქვეყნდა: 18 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 18 ოქტომბერი
|
"MARK4" არის ბიზნეს პროცესების მართვის cloud სისტემა, რომელიც კომპანიებს ეხმარება ყოველდღიური პროცესების გაციფრულებასა და ეფექტიანად მართვაში.
გუნდის გაფართოებისთვის ვეძებთ მარკეტინგის მენეჯერი, რომელიც ჩაერთვება MARK4-ის მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვასა და განხორციელებაში.
ძირითადი პასუხისმგებლობები:
** სოციალური მედიის არხების მართვა და განვითარება;
** ყოველთვიური კონტენტ-გეგმის მომზადება და შესრულების კოორდინაცია;
** მარკეტინგული და სარეკლამო კამპანიების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობა;
** Meta Ads-ის კამპანიების მართვა და მონიტორინგი;
** ტექსტური კონტენტის მომზადება სხვადასხვა საკომუნიკაციო არხისთვის;
** დიზაინერთან და სხვა ჩართულ პირებთან კოორდინაცია;
** MARK4-ის პროდუქტისა და სერვისების შესახებ მარკეტინგული მასალების მომზადება;
** კონკურენტებისა და ბაზრის მიმდინარე აქტივობების მონიტორინგი;
** კამპანიების ძირითადი შედეგების ანალიზი და რეპორტინგი;
** გაყიდვების გუნდთან თანამშრომლობა მიმდინარე მარკეტინგული აქტივობების ფარგლებში.
რას ველოდებით:
** მარკეტინგის მიმართულებით მინიმუმ 2 წლიან სამუშაო გამოცდილებას;
** სოციალური მედიისა და Digital Marketing-ის ძირითადი ინსტრუმენტების ცოდნას;
** Meta Business Suite / Ads Manager-თან მუშაობის გამოცდილებას;
** კონტენტის დაგეგმვისა და შექმნის გამოცდილებას;
** უპირატესობად ჩაითვლება B2B, IT, SaaS ან ტექნოლოგიურ პროდუქტთან მუშაობის გამოცდილება.
პირობები
** სამუშაო განაკვეთი: სრული
** დრო: 10:00 - 18:00 (ორშაბათი - პარასკევი)
დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნე CV. პორტფოლიოს ან განხორციელებული კამპანიების მაგალითების გაზიარება ჩაითვლება უპირატესობად - hr@mark4.ge
|
|
|
|