Робота для біженців з України
IT სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: IT სპეციალისტი
მომწოდებელი: Infinity Ventures Holding
გამოქვეყნდა: 18 სექტემბერი / ბოლო ვადა: 18 ოქტომბერი
"Infinity Ventures Holding" (IVH) წარმოადგენს ჰოლდინგს, რომელიც წარმატებით ოპერირებს MEP (მექანიკური, ელექტრო და სანტექნიკური სისტემების) საინჟინრო სფეროში. ჰოლდინგის სტრუქტურაში აერთიანებს შემდეგ კომპანიებს:

** Layout Project - MEP სისტემების დიზაინი და პროექტირება;
** Baumer - MEP სისტემების მონტაჟი და ტექნიკური მომსახურება;
** Welt - MEP მასალებისა და აქსესუარების იმპორტი;
** Air Top - იაპონური HVAC ბრენდის Daikin-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში;
** ჩვენი გუნდი მუდმივად ვითარდება და აქტიურად მიყვება მსოფლიოში არსებულ უახლეს ტენდენციებსა და ტექნოლოგიებს.

"Infinity Ventures Holding" აცხადებს ვაკანსიას IT სპეციალისტის პოზიციაზე.

ფუნქცია/მოვალეობები:

** კომპანიისა და კომპანიის მფლობელობაში არსებულ ობიექტებზე კომპიუტერული და ტექნიკური ინფრასტრუქტურის გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
** კომპანიის თანამშრომლების კომპიუტერულ ტექნიკაზე პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაცია, კონფიგურაცია, განახლება და ტესტირება;
** კომპიუტერული ტექნიკის, პერიფერიული და ქსელური მოწყობილობების დაზიანებების დიაგნოსტიკა და შესაბამისი ტექნიკური პრობლემების აღმოფხვრა;
** კომპანიის მასშტაბით პროფილაქტიკური და ტექნიკური მომსახურების სამუშაოების დაგეგმვა და განხორციელება;
** სამუშაო სივრცეებში კომპიუტერული და ტექნიკური მოწყობილობების მონტაჟი, კონფიგურაცია, ტესტირება და ექსპლუატაციაში გაშვება;
** IP ტელეფონიის სისტემების მონტაჟი, კონფიგურაცია და ტექნიკური მხარდაჭერა;
** ოპერაციული სისტემების ინსტალაცია, აღდგენა, განახლება და ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა;
** ლოკალური ქსელის მოწყობილობებისა და საკაბელო ინფრასტრუქტურის მონტაჟი, გამართვა და ტექნიკური მხარდაჭერა;
** კომპიუტერული ტექნიკისა და IT ინფრასტრუქტურის ტექნიკური მოვლა-პატრონობა, პროფილაქტიკური შემოწმება და გაწმენდა;
** კომპიუტერული მოწყობილობების შიდა და გარე წმენდა, გაგრილების სისტემების ტექნიკური მდგომარეობის კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი მომსახურების გაწევა;
** კომპანიის IT სისტემების უსაფრთხო და უწყვეტი მუშაობის უზრუნველყოფის მიზნით პრევენციული ღონისძიებების გატარება;
** მომხმარებელთა ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფა და IT საკითხებთან დაკავშირებული კონსულტაციების გაწევა თანამშრომლებისთვის.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** MS Office პროგრამების საბაზისო ცოდნა (Word, Excel, Outlook);
** ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** კომუნიკაციისა და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** SLACK, MONDEY, OUTLOOK პროგრამების ცოდნა.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ფორმატი: სრული, კვირაში 5 დღე, 10:00-19:00 ან 09:00-18:00
** სამუშაო ადგილი: თბილისი, მ. მაჭავარიანის N65 (ვაშლიჯვარი)

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: career@ivh.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე