|
დასახელება:
მოსაპირკეთებელი სამუშაოების ზედამხედველი
|
| მომწოდებელი:
ბიზნეს ცენტრი ერეკლე მეორეს მოედანზე
|
|
გამოქვეყნდა: 17 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 31 ოქტომბერი
|
ბიზნეს ცენტრი ერეკლე მეორეს მოედანზე აცხადებს ვაკანსიას მოსაპირკეთებელი სამუშაოების ზედამხედველის პოზიციაზე.
განაკვეთი: სრული
პროექტის ვადა: 2027 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით
სამუშაო ადგილი: თბილისი
პოზიციის მთავარი მიზანი
პოზიციის ძირითადი პასუხისმგებლობაა ობიექტზე მოსაპირკეთებელი სამუშაოების განმახორციელებელი კონტრაქტორი კომპანიების საქმიანობის ზედამხედველობა, სამუშაოების ხარისხის, ვადების და პროექტის მოთხოვნებთან შესაბამისობის კონტროლი.
ძირითადი მოვალეობები:
** კონტრაქტორი კომპანიების მიერ შესრულებული მოსაპირკეთებელი სამუშაოების ყოველდღიური ზედამხედველობა;
** სამუშაოების პროექტის, ნახაზების, ტექნიკური დავალებისა და ხარისხის სტანდარტების შესაბამისად შესრულების კონტროლი;
** კონტრაქტორი კომპანიების სამუშაოების დაგეგმვისა და კოორდინაციის პროცესში მონაწილეობა;
** სამუშაოების ხარისხისა და შესრულების ვადების კონტროლი;
** გამოყენებული მასალებისა და შესრულებული სამუშაოების შესაბამისობის შემოწმება;
** შესრულებული სამუშაოების მოცულობის გადამოწმება;
** გამოვლენილი ხარვეზებისა და შეუსაბამობების იდენტიფიცირება და მათი აღმოფხვრის კონტროლი;
** კონტრაქტორებისთვის სამუშაო დავალებებისა და მიმდინარე პრიორიტეტების განსაზღვრა;
** კონტრაქტორ კომპანიებთან ყოველდღიური კომუნიკაცია და სამუშაო პროცესის კოორდინაცია;
** სხვა სამშენებლო მიმართულებებთან და პროექტის გუნდთან ეფექტური თანამშრომლობა;
** შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების პროცესში მონაწილეობა;
** შესრულებული სამუშაოების შესახებ ანგარიშების მომზადება და ხელმძღვანელობისთვის ინფორმაციის მიწოდება;
** ობიექტზე შრომის უსაფრთხოების მოთხოვნებისა და დადგენილი წესების დაცვა, ხოლო დარღვევების ან რისკების გამოვლენის შემთხვევაში შესაბამისი სამსახურისა და/ან მენეჯმენტის დაუყოვნებლივ ინფორმირება.
საჭირო კვალიფიკაცია & უნარები:
** უმაღლესი ტექნიკური (სამშენებლო მიმართულებით) განათლება;
** მინიმუმ 4 წლიანი სამშენებლო პროექტებში სამუშაო გამოცდილება;
** სამშენებლო სტანდარტებისა და ნორმების ცოდნა;
** საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა, (Excel-ის კარგი ცოდნა ჩაითვლება პრიორიტეტად) ; CAD პროგრამების კარგი ცოდნა;
** ქართული ენის ცოდნა, სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;
** ეფექტური კომუნიკაციის (წერითი, ზეპირი) უნარი;
** მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;
** კრიზისული სიტუაციების მართვის უნარი;
** საჭირო თვისებები: გუნდურობა, დეტალებზე ორიენტირებულობა, აკურატულობა, კეთილსინდისიერება, პუნქტუალობა; პასუხისმგებლიანობა, პრინციპულობა;
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი განახლებული რეზიუმე/CV hr@gtdf.ge არა უგვიანეს 2026 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით
გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის საგანში ("subject") მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
წარმატებას გისურვებთ!
|
|
|
|