|
დასახელება:
კვების ობიექტების მთავარი მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა
|
|
გამოქვეყნდა: 17 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 30 სექტემბერი
|
კომპანიის შესახებ:
შპს "სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა" უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის კვებით მომსახურებას მთელი ქვეყნის მასშტაბით განთვსებულ კვების ობიექტებზე, კომპანიის საქმიანობის მთავარი პრინციპებია — სიზუსტე, პასუხისმგებლობა და ხარისხის სტანდარტების მუდმივი დაცვა.
კომპანია შპს "სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა" აცხადებს ვაკანსიას კვების ობიექტების მთავარი მენეჯერის პოზიციაზე, მთელი საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა რეგიონებში:
ძირითადი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტის, საჯარო მართვის კვების ტექნოლოგიის მიმართულებით).
** აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 (სამწლიანი) გამოცდილება, სასურველია გამოცდილება კვების ობიექტების / რესტორნების მიმართულებით;
** პრიორიტეტულია HACCP-ის სტანდარტით მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა (Word, Excel);
ფუნქცია-მოვალეობები:
** მიმდინარე საქმიანობის გეგმების შემუშავება და მათ შესრულებაზე კონტროლი;
** ობიექტების მენეჯერებთან და თანამშრომლებთან რეგულარული სამუშაო შეხვედრების ორგანიზება მიმდინარე საკითხების განსახილველად;
** ხელმძღვანელობისგან მიღებული ახალი ინსტრუქციების, ცვლილებებისა და გადაწყვეტილებების ადგილზე, ოპერატიულად მიწოდება და შესრულების კონტროლი;
** ობიექტებზე არსებული სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობის (პერსონალის პირადი ჰიგიენის ჩათვლით) დაცვის კონტროლი;
** მიმდინარე და/ან შესრულებულ საქმიანობაზე ანგარიშების მომზადება და წარდგენა დეპარტამენტის უფროსისათვის, დეპარტამენტის უფროსის მიერ მოთხოვნილი პერიოდულობით;
** ობიექტებზე არსებულ საწყობში მიმდინარე პროცედურების კონტროლი და შესაბამისი ანგარიშგების მოთხოვნა;
** ობიექტებზე საჭირო სარეცხ-საწმენდი საშუალებებისა და საკანცელარიო ნივთების დაგეგმვა/მიწოდების ორგანიზება;
** ყოველდღიურად, დაქვემდებარებაში მყოფ თანამშრომელთა შორის ფუნქცია-მოვალეობების დელეგირება;
** საკადრო ცვლილებების საჭიროების ან მოსალოდნელი ცვლილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება ხელმძღვანელისთვის;
** ობიექტებზე თანამშრომელთა საბუთების (შინაგანაწესით გაწერილი საკადრო საბუთების ჩამონათვალი და სხვა) მოძრაობის, მათ შორის, მოწოდების ვადების და საბუთების მოწესრიგებულობის მუდმივი კონტროლი;
** ელექტრონული ფოსტის ყოველდღიური (პერიოდული) კონტროლი, მიღებული ინსტრუქციების დროული გადაგზავნა/გაცნობა დაქვემდებარებული ბაზების მენეჯერებისათვის;
** სახელფასე ტაბელების წარმოება და დროული მიწოდება შესაბამისი სამსახურისთვის;
** ობიექტებზე პერსონალის რიცხოვნობის მუდმივი კონტროლი;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების მუშაობის ეფექტურობის კონტროლი, შესაბამისი დარღვევების დაფიქსირება და ხელმძღვანელისათვის ინფორმაციის მიწოდება, შესაბამისი რეაგირებისათვის;
** სასადილოებში რესურსების რაციონალური ხარჯვისა და ნარჩენების მინიმუმამდე დაყვანის პროცესის კონტროლი.
** კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელება და ხელმძღვანელის დავალებების შესრულება.
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
** მენეჯერული უნარები;
** ანალიზის და შეფასების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** კომუნიკაბელური;
** ორგანიზებული;
** ყურადღებიანი დეტალების მიმართ.
ჩვენ გთავაზობთ:
** კვებით უზრუნველყოფას;
** სახლთან ახლოს დასაქმების შესაძლებლობას;
** ჯანსაღ სამუშაო გარემოს/მეგობრულ გუნდს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** კარიერულ წინსვლას და მზარდ ხელფასს;
** ტრანსპორტით მომსახურებას, აუცილებლობის შემთხვევაში;
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - შაბათი / 09:00-18:00სთ;
ანაზღაურება: 3000.00 ლარიდან - 3500.00 ლარამდე (ხელზე ასაღები თანხა);
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@scs.gov.ge, ან დაგვიკავშირდით შემდეგ ტელეფონის ნომერზე: 995 32 2 200 122.
2026 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით.
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის!
|
|
|
|