Робота для біженців з України
ცივი გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ცივი გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ტერავიტა +
გამოქვეყნდა: 17 სექტემბერი / ბოლო ვადა: 17 ოქტომბერი
"TeraVita" — ამბიციური და ინოვაციური კომპანიაა პროდუქტების შთამბეჭდავი პორტფოლიოთი, რომელიც სწრაფად აფართოებს თავის წარმომადგენლობას საერთაშორისო ბაზარზე.

ჩვენს კლიენტებს ვთავაზობთ სანდო მწარმოებლების უმაღლესი ხარისხის მცენარეულ პროდუქტებს — ბიოლოგიურად აქტიურ დანამატებს (ბადებს).

ჩვენ ვმუშაობთ მოთხოვნად პროდუქციასთან და აქტიურად ვაფართოებთ მომხმარებლების ბაზას. ამჟამად, განმეორებითი გაყიდვების განყოფილებაში ვეძებთ გაყიდვების მენეჯერებს.

ლოკაცია:თბილისი, კოსტავას 70, კომპანიის ოფისი
ანაზღაურება 2000-4000₾

რას გთავაზობთ:

** ღირსეულ შრომის ანაზღაურებას — საათობრივ ანაზღაურებას პლუს უამრავ ბონუსს მუშაობის შედეგების მიხედვით;
** თქვენზე მორგებულ სამუშაო გრაფიკს;
** სტაბილურ ანაზღაურებას ყოველგვარი შეფერხების გარეშე;
** მოქნილ სამუშაო გრაფიკს: 5/2 მცოცავი დასვენების დღეებით;
** ასორტიმენტში გაყიდვების თვალსაზრისით ტოპ-პროდუქტებს;
** უფასო პროფესიონალურ სწავლებას კომპანიისგან: ტრენინგებსა და ვებინარებს;
** კარიერული ზრდის შესაძლებლობას.

თქვენი მოვალეობები:

** ზარების განხორციელება კლიენტების ბაზაში;
** კლიენტთან დიალოგისას გაყიდვების სკრიპტით (შაბლონით) მუშაობა;
** წამოჭრილი წინააღმდეგობების/პრეტენზიების დამუშავება;
** გაყიდვების გეგმის შესრულება და CRM სისტემაში მუშაობა.

მოთხოვნები კანდიდატების მიმართ:

** გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
** ქართული ენის თავისუფლად ფლობა;
** მოლაპარაკებების წარმოების უნარი, შედეგზე ორიენტირებულობა;
** კარგი კომუნიკაციური უნარები, სტრესგამძლეობა, პასუხისმგებლობის გრძნობა;
** კომპიუტერული ცოდნა (საშუალო დონეზე).

როგორ შემოგვიერთდეთ:

თუ მზად ხართ განვითარდეთ და იმუშაოთ პერსპექტიულ პროექტებზე, ეს ვაკანსია თქვენთვისაა! ნუ დაკარგავთ დროს, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) მითითებულ მეილზე - hr@teravita.app, დასახელებაში მიუთითეთ "გაყიდვების მენეჯერი".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე