Робота для біженців з України
ფოტოგრაფი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფოტოგრაფი
მომწოდებელი: საქართველოს ეროვნული მუზეუმი
გამოქვეყნდა: 17 სექტემბერი / ბოლო ვადა: 17 ოქტომბერი
სსიპ - საქართველოს ეროვნული მუზეუმი აცხადებს კონკურსს სსიპ - საქართველოს ეროვნული მუზეუმის ფოტოგრაფის პოზიციაზე.

ადგილების რაოდენობა - 1

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ფოტოგრაფიის სფეროში მიღებული განათლება (სპეციალური კურსები, ტრენინგები);
** ფოტოგრაფად მუშაობის გამოცდილება, კერძოდ, ოფიციალური ღონისძიებების ფოტოგადაღების მიმართულებით გამოცდილება;
** ხელოვნების ნიმუშებთან მუშაობისა და ფოტოგადაღების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** სახელმწიფო ენის სრულყოფილი ცოდნა;
** სასურველია რომელიმე უცხო ენის ცოდნა.

უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** პუნქტუალურობა
** შრომისმოყვარეობა

გამოსაცდელი ვადა: 3 თვე

ფუნქცია-მოვალეობები:

** მუზეუმის კოლექციების, ექსპონატების, ხელოვნების ნიმუშებისა და სხვა კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების პროფესიული ფოტოგრაფირება;
** მუზეუმის გამოფენების, ღონისძიებების, კონფერენციებისა და საგანმანათლებლო პროგრამების ფოტოგადაღება;
** მუზეუმის შენობების, ინტერიერების, საგამოფენო სივრცეებისა და გარემოს ფოტოდოგადაღება;
** ფოტომასალის პროფესიული დამუშავება;
** მაღალი ხარისხის ციფრული ფოტომასალის მომზადება სამეცნიერო, საგამოფენო, საგანმანათლებლო, საინფორმაციო და სარეკლამო მიზნებისთვის
** ფოტომასალის სისტემატიზაცია და შესაბამისი ციფრული მონაცემთა ბაზისა და არქივის წარმოება.

სამუშაო გრაფიკი: შეთანხმებით
ანაზღაურება: შეთანხმებით
სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, რუსთაველის გამზირი N3

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ ქართულ ენაზე CV შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hrgnmuseum@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე