Робота для біженців з України
საოპერაციო ექთნის დამხმარე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საოპერაციო ექთნის დამხმარე
მომწოდებელი: ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი
გამოქვეყნდა: 17 სექტემბერი / ბოლო ვადა: 17 ოქტომბერი
შპს "გურამ ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას საოპერაციო ექთნის დამხმარეს პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 09:00 - 17:00 სთ/ / ღამის ცვლა (დამატებითი ანაზღაურებით)

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიული განვითარებისა და ადგილზე სწავლების შესაძლებლობას;
** მხარდამჭერ სამუშაო გარემოს;

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** საოპერაციო ბლოკის, ინსტრუმენტებისა და საჭირო აპარატურის წინასწარი მომზადება;
** ოპერაციის მიმდინარეობისას საოპერაციო ექთნის ასისტირება, არასტერილური ზონის კონტროლი და მასალების დროული მიწოდება;
** ოპერაციის შემდგომი პროცესების მართვა: ინსტრუმენტების შეგროვება, სტერილიზაციაში გადაცემა, მასალების დახარისხება და ოთახის დეზინფექცია;
** ასეპტიკა-ანტისეპტიკის პროტოკოლებისა და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების მკაცრი დაცვა;
** პაციენტის ტრანსპორტირებასა და უსაფრთხო პოზიციონირებაში დახმარება, კონფიდენციალურობის დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საშუალო/პროფესიული სამედიცინო განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** სამუშაო გამოცდილება არ არის სავალდებულო (საჭირო უნარებს შეგასწავლით ადგილზე, თუმცა გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად).

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებულობა და დისციპლინა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა და ყურადღება;
** გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) მისამართზე: hr@krc.ge და Subject-ველში მიუთითეთ: "საოპერაციო ექთნის დამხმარე."

რეზიუმეს გაგზავნით ეთანხმებით, რომ შპს "გურამ ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი" დაამუშავებს თქვენს მონაცემებს მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში და მხოლოდ დასაქმების მიზნით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე