Робота для біженців з України
ბარისტა-გამყიდველი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბარისტა-გამყიდველი
მომწოდებელი: გიშო კოფი & ტურს
გამოქვეყნდა: 17 სექტემბერი / ბოლო ვადა: 17 ოქტომბერი
რუსთაველის მეტროსთან მდებარე ახალი კაფე "გიშო კოფი" ეძებს ახალგაზრდა, ხალისიან და ენერგიულ თანამშრომელს.

პოზიცია: ბარისტა-გამყიდველი

სამუშაო გრაფიკი: შეთანხმებით (კანდიდატს უნდა ჰქონდეს თავისუფალი გრაფიკი), კაფე იხსნება 07:30 საათზე და იკეტება 22:30-ზე

ანაზღაურება:

** მოჭრილი 1100 ლ + კარგი ბონუსები გაყიდვებიდან გამომდინარე (მონდომებული მუშაობით თავისუფლად შეძლებთ 1500 დან 2000 ლარამდე გამომუშავებას)
** ხელფასის გაცემა ხდება თვეში ერთხელ თვის ბოლოს, ხოლო ბონუსების გატანა შეგეძლებათ ყოველდღიურად ქეშით

პირობები:

** უფასოდ შეგიძლიათ მიირთვათ ცივი ან ცხელი სასმელი
** უფასო კვება (დღეში ერთხელ - სენდვიჩი)

მოვალეობები:

** ცხელი და ცივი სასმელების მომზადება
** ობიექტის წესრიგში მოყვანა
** პროდუქციისა და ტურების გაყიდვა
** პრიორიტეტი მიენიჭებათ ინგლისური ენის მცოდნე აპლიკანტებს

გამოცდილება აუცილებელი არ არის. ადგილზე შეგასწავლით საქმეს.

სასურველია კანდიდატი ცხოვრობდეს ქალაქის ცენტრალურ უბნებში, ან მეტროსთან ახლოს.

ვაკანსიით დაინტერესებულებმა, გთხოვთ, რეზიუმე (CV) გამოაგზავნოთ ელფოსტაზე: gishocoffee@gmail.com ან მოგვწეროთ ვათსაფზე: +995 599029099
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე