Робота для біженців з України
ბარისტა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბარისტა
მომწოდებელი: მალული
გამოქვეყნდა: 17 სექტემბერი / ბოლო ვადა: 17 ოქტომბერი
"მალული" - ეს არის პატარა, მყუდრო კაფე, რომელიც უკვე 1 წელია, რაც სიყვარულით მასპინძლობს თავის სტუმრებს. ვინაიდან მშვიდი და მეგობრული ატმოსფერო გვაქვს და არ გამოვირჩევით გადატვირთული რიტმით, ჩვენთან მუშაობა იდეალურია მათთვის, ვისაც სურს ყავის მომზადების პროცესით ტკბობა და სტუმრებთან თბილი ურთიერთობის დამყარება.

ახლა კი ვეძებთ ენერგიულ, კომუნიკაბელურ და ყავის მოყვარულ ბარისტას ჩვენს პატარა ოჯახში

პირობები და რას გთავაზობთ:

** ანაზღაურება: 6.25 ლარი საათში (თვეში დაახლოებით 1150-1200 ლარი) + თიფი (Tips)
** სამუშაო გრაფიკი: 5/2 (5 სამუშაო დღე, 2 დასვენების დღე), სამუშაო საათები: 09:30 - 18:00
** მშვიდ, კომფორტულ და სტრესისგან თავისუფალ სამუშაო გარემოს
** ერთად ზრდისა და განვითარების პერსპექტივას

სამუშაო ადგილი: ნ. ჩხეიძის ქუჩა (ვორონცოვი)

ძირითადი მოვალეობები:

** ცხელი და ცივი სასმელების მომზადება სტანდარტების დაცვით
** მომხმარებლების თბილი და მეგობრული მიღება, შეკვეთების მიღება
** სალარო აპარატთან მუშაობა (ნაღდი/უნაღდო ანგარიშსწორება)
** სამუშაო სივრცისა და დანადგარების სისუფთავისა და ჰიგიენის უზრუნველყოფა
** პროდუქციის მარაგების კონტროლი

მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად, თუმცა ადგილზეც შეგასწავლით)
** გამართული კომუნიკაციის უნარი, პუნქტუალურობა და პასუხისმგებლობის გრძნობა
** მეგობრული განწყობა და მომხმარებელზე ორიენტირებულობა
** ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა (აუცილებელია)

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV ელფოსტაზე: Malulibychocoart@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე