Робота для біженців з України
ქოლცენტრის ოპერატორი - ნახევარი განაკვეთი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ქოლცენტრის ოპერატორი - ნახევარი განაკვეთი
მომწოდებელი: Auto Home
გამოქვეყნდა: 16 სექტემბერი / ბოლო ვადა: 16 ოქტომბერი
სადილერო კომპანია "Auto Home" აცხადებს ვაკანსიას ნახევარ განაკვეთზე ქოლცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, დიღმის მასივი
სამუშაო დრო: 10:00 სთ-დან 14:00 სთ-მდე ან 14:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე
ანაზღაურება: მოჭრილი ხელფასი 500 ლარი + ბონუსები ფილიალის გეგმის შესაბამისად (საშუალოდ 700-900) ლარი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: თანამშრომლების შერჩევაში სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კლიენტებთან სატელეფონო ზარის განხორციელება და პროდუქციის გაცნობა;
** მომხმარებელთა ბაზის გაზრდა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაბელურობა და მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** გამართული და დამაჯერებელი მეტყველების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული, ყურადღებიანი.

ჩვენ გთავაზობთ:

** ბაზარზე კონკურენტულ სახელფასო სისტემას;
** მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს;
** კარიერული წინსვლის შესაძლებლობას;
** უფასო კორპორაციულ დაზღვევას მუშაობის დაწყებიდან 6 თვის შემდეგ;
** განმავითარებელ ტრენინგებს;
** კორპორაციულ ღონისძიებებს;
** სიმ ბარათს, ულიმიტო სასაუბრო დროით.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ რეზიუმე (CV) გამოაგზავნოთ ელფოსტაზე (სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება): jobsautohome@gmail.com.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე