Робота для біженців з України
კოორდინატორი/რეგისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კოორდინატორი/რეგისტრატორი
მომწოდებელი: მენტალური ჯანმრთელობის ცენტრი გამმა
გამოქვეყნდა: 16 სექტემბერი / ბოლო ვადა: 16 ოქტომბერი
მენტალური ჯანმრთელობის ცენტრი "გამმა" აცხადებს ვაკანსიას კოორდინატორის/რეგისტრატორის პოზიციაზე თბილისში (ისანი, პატარძეულის 55).

სამუშაო საათები: 09:50-დან 18:00-მდე, არასამუშაო დღეებია: შაბათი-კვირა და სხვა ოფიციალური დასვენების დღეები.
ანაზღაურება: 1000.00 ₾ (ხელზე ასაღები თანხა).

შესარჩევ კონკურში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელი მოთხოვნები და უნარ-ჩვევებია:

** საოფისე პროგრამების (Word, Excel) ცოდნა მომხმარებლის დონეზე;
** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა და გამართული მეტყველება;
** რუსულ და ინგლისურ ენებზე მარტივი საუბარი;
** წერითი და ვერბალური კომუნიკაციის და სოციალიზაციის კარგი უნარი;
** ორგანიზებულობა და პრობლემის გადაჭრის კარგი უნარი;
** დროის ეფექტური მართვა და ერთდროულად რამდენიმე საქმეზე ფოკუსირების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პუნქტუალობა.
** კოორდინატორის/რეგისტრატორის ძირითადი მოვალეობები:

** იყოს გულისხმიერი თანამშრომლებისა და სერვისის მისაღებად მოსული პირებისადმი;
** უპასუხოს ტელეფონის ზარებს და სოციალურ ქსელში შემოსულ შეტყობინებებს;
** მიიღოს წერილები და გადაამისამართოს შესაბამის ადრესატთან;
** აწარმოოს მომსახურებების ყოველდღიური აღრიცხვა;
** დაგეგმოს კონსულტაციების და კვლევების განრიგი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV და სამოტივაციო წერილი შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: mhc.contact.mhc@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე