Робота для біженців з України
რეგისტრატორი - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: რეგისტრატორი
მომწოდებელი: ადეიშვილის კლინიკა
გამოქვეყნდა: 16 სექტემბერი / ბოლო ვადა: 16 ოქტომბერი
"ადეიშვილის კლინიკა" ქუთაისში ეძებს რეგისტრატორს.

თუ ხართ კომუნიკაბელური, პასუხისმგებლობიანი, ორგანიზებული და გსურთ მუშაობა სტაბილურ, თანამედროვე სამედიცინო გარემოში, შემოუერთდით ჩვენს გუნდს.

სამუშაო გრაფიკი: 8 საათი კვირაში 5 სამუშაო დღე

რას გთავაზობთ

** სტაბილურ სამუშაო გარემოს;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
** მეგობრულ და მხარდაჭერაზე ორიენტირებულ გუნდს;
** თანამედროვე სამედიცინო გარემოში მუშაობას;
** წინასწარ განსაზღვრულ სამუშაო გრაფიკს;

ძირითადი მოვალეობები

** პაციენტების რეგისტრაცია შესაბამის პროგრამაში;
** პაციენტის ბარათის გახსნა, რედაქტირება და ინფორმაციის შევსება დადგენილი წესის შესაბამისად;
** პაციენტების შესაბამის სპეციალისტთან გადამისამართება;
** პაციენტებისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება;
** საჭიროების შემთხვევაში ინფორმაციის მოძიება/გადამოწმება;
** მომსახურების დროს შეფერხების შემთხვევაში პაციენტების ინფორმირება;
** უშუალო ხელმძღვანელისა და მენეჯმენტის სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

** სასურველია უმაღლესი განათლება ან მიმდინარე სტუდენტის სტატუსი;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** MS Office-ის პროგრამების კარგი ცოდნა;
** ქართული ენის გამართული ფლობა.

საჭირო უნარები

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** მომხმარებელზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** წესებისა და პროცედურების დაცვა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ოპერატიულობა და ორგანიზებულობა;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.

როგორ გამოაგზავნოთ განაცხადი:

დაინტერესებულმა კანდიდატებმა CV/რეზიუმე გამოაგზავნეთ ელფოსტაზე: adeishviliclinic@gmail.com

ელფოსტის სათაურში მიუთითეთ: რეგისტრატორი.

ადეიშვილის კლინიკების ქსელი მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე