|
დასახელება:
სასტუმროს ადმინისტრატორი - ღამის ცვლა
|
| მომწოდებელი:
სასტუმრო მუხრანთუბანი
|
|
გამოქვეყნდა: 16 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 16 ოქტომბერი
|
სასტუმრო "მუხრანთუბანი", რომელიც მდებარეობს თბილისის ისტორიულ უბანში, აცხადებს ვაკანსიას სასტუმროს ადმინისტრატორის პოზიციაზე.
პირობები:
** მუშაობის გრაფიკი: ღამის ცვლა (12-საათიანი სამუშაო ცვლა), საშუალოდ თვეში 10-12 ცვლა;
** კვებით უზრუნველყოფა;
** დაზღვევა;
** ხელფასი: 80 ₾ (1 ცვლა) + ბონუსი.
** მისამართი: ნ. ბარათაშვილის 23 (თავისუფლების მეტროსთან ახლოს)
სასურველი მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
** სასურველია სასტუმროში ადმინისტრატორად მუშაობის მინ. 1-წლიანი გამოცდილება.
** ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა.
** Fina-ს სასტუმროს პროგრამის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ყურადღებიანი დეტალების მიმართ.
მოვალეობები:
** სტუმრების მიღება და განთავსება;
** ჯავშნების განხორციელება;
** სატელეფონო ზარებზე პასუხი და ინფორმაციის მიწოდება;
** მენეჯმენტის დავალებების შესრულება;
** სტუმართან ანგარიშსწორების წარმოება;
** სხვადასხვა ადმინისტრაციული დავალებების შესრულება.
** Booking-ის ჯავშნების მიღება, კონტროლი;
** Mail-ების კონტროლი და პასუხის გაცემა.
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ფოტოსთან ერთად ელფოსტის მისამართზე mukhrantubanigvantsa@gmail.com და სასათაურო ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
|
|
|
|