Робота для біженців з України
ელექტრო მემონტაჟე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ელექტრო მემონტაჟე
მომწოდებელი: ელ+
გამოქვეყნდა: 15 სექტემბერი / ბოლო ვადა: 15 ოქტომბერი
სახანძრო უსაფრთხოების კომპანია "ელ+" აცხადებს ვაკანსიას ელექტრო მემონტაჟის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ცვალებადი
გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10 სთ-18 სთ-მდე

ძირითადი მოვალეობები:

** ელექტროგაყვანილობის საინსტალაციო სამუშაოების გამართულად შესრულება;
** მუშაობის პროცესში ხარვეზების დროული გამოვლენა და აღმოფხვრა (შესაძლებლობების ფარგლებში);
** დანადგარების და მოწყობილობების სამონტაჟო-სარემონტო სამუშაოების შესრულება;
** ტექნიკური დოკუმენტაციის, ნახაზების და სქემების წაკითხვა და ანალიზი;
** უშუალო ხელმძღვანელის მითითებების შესრულება (კომპეტენციის ფარგლებში);

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ტექნიკური განათლება (სასურველია);
** სამუშაო გამოცდილება ელექტრიკოსის ან/და მსგავს პოზიციაზე (სასურველია);
** ელექტრო გაყვანილობის სისტემების ცოდნა;
** სამუშაო ხელსაწყოების გამოყენება;
** შრომის უსაფრთხოების წესების დაცვა;
** მართვის მოწმობა B კატეგორია. (საკუთარი ავტომობილი ჩაითვლება უპირატესობად)

უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პუნქტუალურობა, შრომისმოყვარეობა;

ანაზღაურება: გამომუშავებით

თუ მზად ხარ გახდე ჩვენი გუნდის წევრი გადადი ბმულზე, გაიგე მეტი და შეავსე განაცხადი: https://elplus.selfrecruit.ge/s/itrrz

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე