|
დასახელება:
სტაჟირება კორპორატიული გაყიდვების მიმართულებით
|
| მომწოდებელი:
Travelfy
|
|
გამოქვეყნდა: 15 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 15 ოქტომბერი
|
ტურისტული კომპანია Travelfy აცხადებს 2 თვიან სტაჟირებას კორპორატიული გაყიდვების მიმართულებით.
ვეძებთ კომუნიკაბელურ, აქტიურ და შედეგზე ორიენტირებულ ადამიანს, რომელსაც სურს გაყიდვების მიმართულებით პრაქტიკული გამოცდილების მიღება და განვითარება.
ძირითადი ფუნქცია:
პოტენციურ კორპორატიულ კლიენტებთან Cold Call-ების განხორციელება და კომპანიის სერვისების შეთავაზება.
ასევე, სტაჟიორის ფუნქციებში შევა:
** ახალი კორპორატიული მომხმარებლების მოძიება და ბაზის შექმნა;
** პოტენციურ კლიენტებთან პირველადი კომუნიკაციის წარმოება;
** დაინტერესებული კომპანიების საჭიროებების იდენტიფიცირება;
** შეხვედრების დაგეგმვა კორპორატიული გაყიდვების გუნდისთვის;
** განხორციელებული ზარებისა და მიღებული შედეგების აღრიცხვა;
** პოტენციურ კლიენტებთან Follow-up კომუნიკაცია.
მოთხოვნები:
** გამართული და დამაჯერებელი კომუნიკაციის უნარი;
** გაყიდვების მიმართ ინტერესი;
** პასუხისმგებლობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
** ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;
** სამუშაო საათებში სტაჟირების გავლის შესაძლებლობა.
ჩვენ გთავაზობთ:
** კორპორატიული გაყიდვების პრაქტიკულ გამოცდილებას;
** გაყიდვებისა და Cold Calling-ის ტექნიკების შესწავლას;
** რეალურ ბიზნეს კლიენტებთან მუშაობის გამოცდილებას;ბიზნეს შეხვედრებისა და ბიზნეს კლიენტებთან მოლაპარაკებების დამოუკიდებლად წარმართვის შესწავლას;
** წარმატებული სტაჟირების შემთხვევაში - კომპანიაში დასაქმების შესაძლებლობას.
სამუშაო ფორმატი: ოფისიდან
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნე CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Hr@travelfy.ge
|
|
|
|