Робота для біженців з України
QA — ხარისხის კონტროლის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: QA — ხარისხის კონტროლის მენეჯერი
მომწოდებელი: ბოქსეტ ჯორჯია
გამოქვეყნდა: 15 სექტემბერი / ბოლო ვადა: 15 ოქტომბერი
"Boxette Group" აცხადებს ვაკანსიას QA — ხარისხის კონტროლის მენეჯერის პოზიციაზე. ჩვენ ვართ საერთაშორისო ლოგისტიკური ბიზნეს ჯგუფი, რომელსაც ოფისები აქვს საქართველოში, უკრაინასა და უზბეკეთში. თუ ხარ დაკვირვებული, დეტალებზე ორიენტირებული და გინდა კარიერა IT სფეროში — ეს პოზიცია შენთვისაა.

სამუშაო ადგილი: დისტანციურად ან ოფისიდან თბილისის ცენტრში.
გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00
ანაზღაურება: გასაუბრების შედეგად

ძირითადი მოვალეობები:

** ახალი პროგრამული ფუნქციონალის ტესტირება მისი გაშვებამდე;
** ხარვეზების (bug) გამოვლენა, დოკუმენტირება და დეველოპერებისთვის გადაცემა;
** გამოსწორებული ხარვეზების ხელახალი შემოწმება (retest);
** კომუნიკაცია ჩვენს ოფისებთან უკრაინაში, თბილისსა და უზბეკეთში პოტენციური პროგრამული ხარვეზების გამოსავლენად და შესამოწმებლად;
** ტესტირების შედეგების აღრიცხვა და პროდუქტის გუნდისთვის უკუკავშირის მიწოდება.

მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** დაკვირვებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა — სავალდებულო;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა;
** პრობლემის გარკვევით, ლაკონურად და თანმიმდევრულად აღწერის უნარი (როგორც წერილობით, ისე ზეპირად);
** კომპიუტერთან თავისუფალი მუშაობა და ახალი ხელსაწყოების სწრაფად ათვისების უნარი;
** ენების ცოდნა: ქართული და რუსული — თავისუფლად (უცხოეთის ოფისებთან კომუნიკაციისთვის); ინგლისურის ცოდნა — სასურველია;
** ანალიტიკური და სისტემური აზროვნება;
** გუნდში მუშაობის უნარი.

უპირატესობა მიენიჭება (არ არის სავალდებულო):

** IT სფეროში ან პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირებაში მუშაობის გამოცდილება;
** Jira-სა და მსგავს task-tracking სისტემებთან მუშაობის გამოცდილება ან სწავლის სურვილი;
** ვებ და მობილური აპლიკაციების მუშაობის ზოგადი ცოდნა;
** უმაღლესი განათლება (ტექნიკური მიმართულება ჩაითვლება უპირატესობად).

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ, სრულ განაკვეთზე დასაქმებას მზარდ საერთაშორისო კომპანიაში;
** პროფესიულ განვითარებასა და IT სფეროში ზრდის რეალურ შესაძლებლობას;
** მეგობრულ, გუნდურ სამუშაო გარემოს.

როგორ გამოგვეხმაუროთ: გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე talents@boxette.ge სათაურით "პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხის კონტროლის მენეჯერი".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე