|
დასახელება:
გაყიდვების მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
ინტელკომ ჯგუფი
|
|
გამოქვეყნდა: 15 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 15 ოქტომბერი
|
"ინტელკომ ჯგუფი", IT დისტრიბუციისა და ინტეგრაციის მიმართულებით წამყვანი კომპანია საქართველოში, აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის გაცნობა შესაძლებელია შემდეგ მისამართზე: intellcom.net/ka/company/
ანაზღაურება და ბენეფიტები:
** ანაზღაურება: 1200-1500 ლარამდე, კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად + ბონუსი;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობა;
** რეგულარული კორპორაციული ღონისძიებები
სამუშაო პირობები:
** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ტერევერკოს ქ. 42. - "ინტელკომ ჯგუფის" ახალაშენებული, თანამედროვე და სრულად კეთილმოწყობილი ოფისი, სასადილო ოთახით, 25 ადამიანზე გათვლილი საკონფერენციო ოთახით, შეხვედრების ოთახებით, გასართობი და სპორტული სივრცეებით, თანამშრომლებისთვის განკუთვნილი პარკინგით;
** სამუშაო გარემო: კეთილგანწყობილი და მეგობრული გუნდი;
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 9:00-18:00 (შესვენება 1 საათი);
** შვებულება: 24 სამუშაო დღე წელიწადში.
ძირითადი მოვალეობები:
** მომხმარებელთან კომუნიკაცია;
** გაყიდვების პროცესების მართვა
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი ან არასრული განათლება;
** გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ინგლისური ან/და რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** ტექნიკის სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა CV გამოაგზავნოთ ელფოსტაზე vacancy@intellcom.net და გზავნილის თემაში (Subject) მიუთითონ მიმდინარე ვაკანსიის დასახელება - "გაყიდვების მენეჯერი".
გასაუბრება ჩატარდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
ვაკანსიაზე განაცხადის გაკეთების შემთხვევაში, თქვენ ეთანხმებით პერსონალური მონაცემების დამუშავებას. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ჩვენ 6 თვით ვინახავთ მონაცემებს დასაქმების შემდგომი შეთავაზების მიზნით.
|
|
|
|