|
დასახელება:
პარტნიორი ობიექტების მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
Drink Joy
|
|
გამოქვეყნდა: 15 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 15 ოქტომბერი
|
"JOY" არის ქართული გამაგრილებელი სასმლის ბრენდი, რომლის პროდუქციაც იყიდება საქართველოს მასშტაბით 1000+ ორგანიზებულ და არა ორგანიზებულ სავაჭრო ობიექტში. "JOY" არის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი კომპანია ქართულ ბაზარზე და ამ ეტაპისთვის ეძებს შესაბამის ადამიანებს, რათა თანამედროვე ორგანიზაციული სტრუქტურა შედგებოდეს ისეთი კადრებისგან, ვინც სტრუქტურის კონკრეტულ რგოლებს შესაბამისად აამოქმედებს.
პოზიცია: Key Account Manager — პარტნიორი ობიექტების მენეჯერი
რას გთავაზობთ:
** ხელფასი: ₾1, 800-₾2, 000 + ბონუსი
** ბონუსი დამოკიდებულია ორ მაჩვენებელზე: ქსელებიდან გაყიდული პროდუქციის რაოდენობა და თაროზე ხელმისაწვდომობის პროცენტი. პირველი ზომავს მოცულობას, მეორე - ხარისხს. ორივე შენს კონტროლშია
** ნათლად განსაზღვრული პასუხისმგებლობა - იცი ზუსტად რაზე ხარ პასუხისმგებელი და რაზე არა
** სამუშაო განაკვეთი - სრული
რას გააკეთებ:
შეკვეთების მენეჯმენტი
** ყველა ქსელიდან შეკვეთების შეგროვება და სისტემაში შეყვანა;
** შეკვეთის რაოდენობის სწორი ანალიზი და შემდგომი შეთავაზება ფილიალის რეალური გაყიდვების მიხედვით;
თაროზე ხელმისაწვდომობა
** მარაგების ამოწურვის შემთხვევების აღმოჩენა და აღმოფხვრა;
** პლანოგრამის დაცვის კონტროლი;
** სარეკლამო აქციების შესრულების უზრუნველყოფა ფილიალის დონეზე;
ქსელებთან ურთიერთობა
** ყოველდღიური კომუნიკაცია კატეგორიის მენეჯერებთან და ფილიალების პერსონალთან;
** ქსელის თანამშრომლების ინფორმირება პროდუქტის, აქციებისა და სიახლეების შესახებ;
** კონტრაქტის პირობების ყოველწლიური განახლების მომზადება;
ციფრები
** თითოეული ქსელისა და ფილიალის გაყიდვების თვალყურის დევნება;
** ფილიალების კატეგორიზაცია გაყიდვების/შეკვეთების მიხედვით;
** ყოველკვირეული რეპორტინგი: გაყიდული პროდუქცია, აქტიური ფილიალები, თაროზე ხელმისაწვდომობა, ამოწურვის შემთხვევები
ვის ვეძებთ:
აუცილებელი
** 2-4-წლიანი გამოცდილება FMCG, დისტრიბუციაში ან საცალო ვაჭრობაში
** ანალიტიკური აზროვნება - ამ საქმის ნახევარი ციფრებში პასუხების პოვნაა
** Excel/Google Sheets თავისუფლად - ფორმულები, ფილტრები, ცხრილები. ყოველდღიურად იმუშავებ გაყიდვების რეპორტთან;
** ორგანიზებულობა - ერთდროულად რამდენიმე ქსელი, ათეულობით ფილიალი და თითოეულს თავისი შეკვეთის გრაფიკით, ეს ის მოცემულობაა, სადაც ორგანიზებულობა პრიორიტეტია.
** სწორი კომუნიკაციის უნარი - კომუნიკაცია გექნება როგორც კატეგორიის მენეჯერთან, ისე ფილიალის თანამშრომლებთან.
უპირატესობა
** ორგანიზებულ ქსელებთან მუშაობის გამოცდილება;
** ქსელური შეკვეთების სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
** სასმელების ან სწრაფად მოხმარებადი პროდუქციის ბაზრის ცოდნა;
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნე CV მითითებულ მეილზე: sales@drinkjoy.store
გთხოვთ, დანიშნულებაში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
|
|
|
|