|
დასახელება:
ოჯახის დამხმარე/დიასახლისი
|
| მომწოდებელი:
კერძო პირი
|
|
გამოქვეყნდა: 15 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 15 ოქტომბერი
|
ცხადდება ვაკანსია ოჯახის დამხმარე/დიასახლისის პოზიციაზე.
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი - 10:00-18:00
ადგილმდებარეობა: თბილისი
გამოცდილება და აუცილებელი უნარები:
** ოჯახის დამხმარედ მუშაობის გამოცდილება.
** საჭმლის მომზადება: ჰიგიენისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვა. საკვების მომზადების ტექნიკის ცოდნა. პროდუქტების დახარისხებისა და სწორად გამოყენების უნარი. რეცეფტის არცოდნის შემთხვევაში ინტერნეტით მოძიების უნარი.
** დალაგება: ხარისხიანად და აკურატულად დალაგების უნარი. სისუფთავის შენარჩუნების უნარი.
** დროის მართვა: აუცილებელია დისციპლინირებული მიდგომა. დროის სწორად განაწილების უნარი, რომ ყველა დავალება ეფექტურად და დროულად შესრულდეს.
** სარეცხის მართვა: სარეცხის სწორად გარეცხვა და მოვლა, ქსოვილების სპეციფიკაციების ცოდნა.
** ტექნიკური კომპეტენტურობა: საოჯახო ტექნიკის გამოყენების ცოდნა ან სურვილი სწრაფად შესწავლის. კანდიდატს უნდა შეეძლოს ტექნიკის ინსტრუქციების მოძიება და სწორი გამოყენება.
** სხვა სახლის მოვლასთან დაკავშირებული საკითხების, ეფექტურად გადაჭრის უნარი, როგორებიცაა: ტექნიკის დაზიანების შემთხვევაში ხელოსნის გამოძახება, გამოყენებადი ნივთების მარაგების კონტროლი და სხვა.
პიროვნული თვისებები: პასუხისმგებლიანობა, ენერგიულობა, სანდოობა, ყურადღება დეტალების მიმართ, კომუნიკაციის კარგი უნარები და პოზიტიური განწყობა.
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ელფოსტაზე:
paresumes2023@gmail.com
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|