|
დასახელება:
მოლარე-კონსულტანტი
|
| მომწოდებელი:
მეღვინეობა ხარება
|
|
გამოქვეყნდა: 14 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 14 ოქტომბერი
|
ღვინის მწარმოებელი კომპანია "ხარება" უძველეს ტრადიციებზეა დაფუძნებული. კომპანია მუშაობს ვაზის უნიკალური კულტურის შენარჩუნებასა და ღვინის წარმოებაზე, როგორც უძველესი მეთოდით, ასევე უახლესი ტექნოლოგიებით.
შპს " ხარება" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი; ქ. ფოთი
სამუშაო განაკვეთი: 5 დღიანი სამუშაო კვირა
ვაკანტური ადგილების რაოდენობა: ერთი
ანაზღაურება: სამი თვე 1100 ლარი, შემდეგ 1300 ლარი
გამოსაცდელი ვადა 6 თვე
ფუნქციები და მოვალეობები:
** მაღაზიაში შემოსული მომხმარებლებისთვის სრულფასოვანი მომსახურების გაწევა;
** მომხმარებლისთვის ღვინის პროდუქციისა და არსებული აქციების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება;
** ღვინის პროდუქციის შესაბამის თაროზე განთავსება და ფას-მაჩვენებლის კონტროლი;
** გაყიდული პროდუქციის პროგრამული აღრიცხვა და სალაროში თანხის მიღება;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ მიცემული სხვა დავალებების შესრულება, კომპეტენციის ფარგლებში;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
** რუსული ან ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა;
** მომსახურების სტანდარტების (სერვის+) ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** სწრაფი რეაგირების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ** დეტალებზე ორიენტირებული.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: vacancy@winerykhareba.com. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "მოლარე-კონსულტანტი".
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გაცნობებთ, რომ, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, საქართველოს კანონის "პერსონალური მონაცემთა დაცვის შესახებ" შესაბამისად ექვემდებარება შენახვა-დამუშავებას 1 წლის განმავლობაში.
|
|
|
|