|
დასახელება:
HR მენეჯერის ასისტენტი
|
| მომწოდებელი:
კომპანია
|
|
გამოქვეყნდა: 14 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 14 ოქტომბერი
|
ჩვენ ვეძებთ HR მენეჯერის ასისტენტს, რომელიც დაეხმარება HR მენეჯერს და გადაიბარებს ყოველდღიურ საოპერაციო პროცესებს. თქვენს დროს ძირითადად ორ მიმართულებაზე გადაანაწილებთ: ერთის მხრივ ადმინისტრირებაზე, ხოლო მეორეს მხრივ ახალი თანამშრომლების მოძიებაზე, გასაუბრებებსა და ონბორდინგზე (Onboarding).
რას გააკეთებთ:
** თანამშრომელთა ჩანაწერების ზუსტად და ორგანიზებულად განახლება;
** თანამშრომელთა მიღების, ცვლილებებისა და წასვლის საბუთების სწორად და დროულად გაფორმება;
** ბენეფიტებისა და შეღავათების კოორდინირება;
** ღია პოზიციების განთავსება შესაბამის არხებში;
** კანდიდატების შემოწმება და სკრინინგი დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;
** გასაუბრებების ორგანიზება და დაქირავების პროცესის მხარდაჭერა.
მოთხოვნები:
** ქართული ენის სრულყოფილად ფლობა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1+ წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
თვისებები, რომლებიც მნიშვნელოვანია ამ როლისთვის:
** ორგანიზებულობა: ჩანაწერები, საბუთები და ვადები კონტროლდება ისე, რომ არაფერი გამორჩეს;
** ოპერატიულობა: პასუხობთ სწრაფად ან გულწრფელად ამბობთ, როდის გექნებათ პასუხი;
** ცნობისმოყვარეობა: გაინტერესებთ HR საქმიანობა და გსურთ დროთა განმავლობაში ამ სფეროში გაიზარდოთ.
ანაზღაურება: 1800 (ნეტი/ხელზე ასაღები)
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV მეილზე: teamronnys@gmail.com და სათაურში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
|
|
|
|