Робота для біженців з України
სამედიცინო წარმომადგენელი - რესპირაციული მიმართულება
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამედიცინო წარმომადგენელი - რესპირაციული მიმართულება
მომწოდებელი: Alpen Pharma AG-ს წარმომადგენლობა
გამოქვეყნდა: 14 სექტემბერი / ბოლო ვადა: 01 ოქტომბერი
შვეიცარიული ფარმაცევტული კომპანია "Alpen Pharma AG"-ის წარმომადგენლობა საქართველოში აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციაზე, რესპირაციული მიმართულებით, თბილისში.

სამუშაო ადგილი: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი

ჩვენ ვეძებთ:

ენერგიულ, პასუხისმგებლობიან და შედეგზე ორიენტირებულ პროფესიონალს, რომელსაც აქვს ფარმაცევტულ სფეროში მუშაობის გამოცდილება, ექიმებთან ეფექტური პროფესიული კომუნიკაციის უნარი და სურვილი, განვითარდეს საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანიის გუნდთან ერთად.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის რესპირაციული მიმართულების პროდუქტების პროფესიული და ეთიკური პრომოცია სამიზნე ექიმებსა და სამედიცინო დაწესებულებებში
** ექიმებთან და სხვა ჯანდაცვის პროფესიონალებთან გრძელვადიანი პროფესიული ურთიერთობების ჩამოყალიბება და განვითარება
** სამიზნე აუდიტორიისთვის პროდუქტების სამედიცინო და სამეცნიერო ინფორმაციის ეფექტურად წარდგენა
** განსაზღვრულ ტერიტორიაზე ვიზიტების დაგეგმვა და რეგულარული განხორციელება კომპანიის სტანდარტებისა და ინდივიდუალური გეგმის შესაბამისად
** გაყიდვების მიზნებისა და ძირითადი ეფექტიანობის მაჩვენებლების (KPI) შესრულებაზე მუშაობა
** ბაზრის, კონკურენტული გარემოსა და ექიმების საჭიროებების შესახებ ინფორმაციის შეგროვება და ანალიზი
** პროდუქციის გაყიდვების დინამიკის მონიტორინგი და შესაბამისი აქტივობების დაგეგმვაში მონაწილეობა
** სამედიცინო კონფერენციებში, სემინარებში, მრგვალ მაგიდებსა და სხვა პროფესიულ ღონისძიებებში მონაწილეობა
** მარკეტინგისა და გაყიდვების გუნდებთან მჭიდრო თანამშრომლობა;
** კომპანიის შიდა სტანდარტების, ეთიკური პრინციპებისა და შესაბამისობის მოთხოვნების დაცვა
** შესრულებული აქტივობებისა და შედეგების შესახებ რეგულარული ანგარიშგება

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო ან ფარმაცევტული განათლება
** სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება
** რესპირაციულ მიმართულებაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად
** ფარმაცევტული ბაზრისა და სამედიცინო წარმომადგენლის მუშაობის სპეციფიკის კარგი ცოდნა
** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა
** რუსული ენის სამუშაო დონეზე ცოდნა
** MS Office პროგრამების — Word, Excel, PowerPoint — კარგი ცოდნა;
** მოქმედი მართვის მოწმობა
** პირადი ავტომობილის ქონა ჩაითვლება უპირატესობად

მნიშვნელოვანი პროფესიული უნარები:

** ეფექტური პრეზენტაციისა და კომუნიკაციის უნარი
** ექიმებთან პროფესიული ურთიერთობების ჩამოყალიბებისა და განვითარების უნარი
** მოლაპარაკებისა და გაყიდვების თანამედროვე ტექნიკების ცოდნა
** დამოუკიდებლად და გუნდში ეფექტურად მუშაობის უნარი
** სამუშაო დროისა და ტერიტორიის სწორად დაგეგმვა
** მაღალი პასუხისმგებლობა და თვითორგანიზებულობა
** ინიციატივიანობა და პროაქტიულობა
** მიზანდასახულობა და შედეგზე ორიენტირებულობა
** სწრაფად სწავლისა და პროფესიული განვითარების სურვილი

გაყიდვების, მოლაპარაკებებისა და პროდუქტის პროფესიული წარდგენის მიმართულებით გავლილი ტრენინგები ჩაითვლება უპირატესობად.

ჩვენ გთავაზობთ:

** საერთაშორისო ფარმაცევტულ კომპანიაში მუშაობის შესაძლებლობას
** პროფესიულ და კარიერულ განვითარებას
** სისტემურ ტრენინგებსა და პროდუქტის შესახებ პროფესიულ სწავლებას
** მოტივირებულ და პროფესიონალურ გუნდთან თანამშრომლობას
** კონკურენტულ ანაზღაურებასა და შედეგებზე ორიენტირებულ სამოტივაციო სისტემას
** სამუშაოსთვის საჭირო კორპორატიულ მხარდაჭერას

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV არაუგვიანეს 2026 წლის 01 ოქტომბრისა მეილზე:
nora.nodia@alpenpharma.com

CV-ის სათაურში გთხოვთ მიუთითოთ: "სამედიცინო წარმომადგენელი — რესპირაციული მიმართულება".

"Alpen Pharma AG" მადლობას უხდის ყველა კანდიდატს დაინტერესებისთვის. შერჩევის შემდგომ ეტაპზე დაკავშირება მოხდება მხოლოდ შესაბამის კანდიდატებთან.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე