Робота для біженців з України
ცივი კერძების უფროსი მზარეული - ბორჯომი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ცივი კერძების უფროსი მზარეული
მომწოდებელი: ბორჯომი ლიკანი
გამოქვეყნდა: 14 სექტემბერი / ბოლო ვადა: 14 ოქტომბერი
ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო "ბორჯომი ლიკანი" აცხადებს ვაკანსიას კვებისა და სასმელების დეპარტამენტის ცივი კერძების უფროსი მზარეულის პოზიციაზე.

გრაფიკი: კვირაში 40 სთ.

ძირითადი მოთხოვნები:

** განათლება - სრული;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ამზადებს მენიუში არსებულ კერძებს სტანდარტებისა და გაწერილი კალკულაციების მიხედვით;
** საჭიროების შემთხვევაში იღებს მონაწილეობას სასურველი მენიუს შედგენაში;
** ახდენს კერძების კალკულაციას;
** ზრუნავს კერძების ხარისხსა და ვიზუალზე;
** პერიოდულად ახორციელებს სამზარეულოს საწყობის აღწერას;
** ახდენს პროდუქციის იერსახის, ვადების და მარაგის მუდმივ კონტროლს;
** აკონტროლებს პროდუქტის ვარგისიანობას, იცავს სანიტარულ-ჰიგიენურ ნორმებს;
** უზრუნველყოფს სამუშაო გარემოს მოწესრიგებას, საკვები პროდუქტების დახარისხებასა და შესაბამის ადგილზე განთავსებას;
** ახორციელებს სამუშაო პროცესის დაწყებამდე სამზარეულოს მწყობრში მოყვანას/სამუშაო გარემოს სისუფთავეზე მუდმივ ზრუნვას;
** ახდენს კერძისთვის მოსამზადებელი ინგრედიენტების წინასწარ გამზადებასა და დათარიღებას;
** იღებს უშუალო მონაწილეობას ბანკეტების მომზადება გაშვებაში;
** ახორციელებს დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლების სამუშაოს შესრულების მონიტორინგს.
** აკონტროლებს პროდუქტის ვარგისიანობას, ახდენს ვადაგასული პროდუქციის ჩამოწერას;
** ასრულებს დირექტორის, დეპარტამენტის დირექტორის და შეფ მზარეულის სხვა დავალებებს.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პუნქტუალობა;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** გუნდურობა და ენერგიულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

დამატებითი სარგებელი:

** პროფესიული განვითარება;
** კონკურენტული ანაზღაურება;
** ტრანსპორტირება ღამის საათებში;
** დაზღვევა;
** კვება;
** სპეციალური ფასი თანამშრომლებისთვის.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა CV გამოგვიგზავნეთ შემდეგ მისამართზე: natia.lomidze@borjomilikaniresort.com. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე