Робота для біженців з України
ხარჯების ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ხარჯების ბუღალტერი
მომწოდებელი: სამშენებლო-სამონტაჟო კომპანია
გამოქვეყნდა: 14 სექტემბერი / ბოლო ვადა: 14 ოქტომბერი
სამშენებლო-სამონტაჟო კომპანია აცხადებს ვაკანსიას ხარჯების ბუღალტრის პოზიციაზე, რომლის მთავარი მოვალეობაც იქნება ფაქტურით, მიღება-ჩაბარებებითა და შესრულებების მიხედვით თანხების ხარჯებში გატარება პროგრამულად.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ცენტრალური უბანი
კომპანია: სამშენებლო-სამონტაჟო
ანაზღაურება ხელზე ასაღები: 3000 ლარი
სამუშაო გრაფიკი: სრული

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია საბუღალტრო პროგრამა Fina-ს ცოდნა;
** სამუშაო გამოცდილება მინიმუმ 2 წელი;
** უმაღლესი განათლება ფინანსების მიმართულებით (მომიჯნავე სფეროები);
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;

პიროვნული თვისებები:

** პუნქტუალური;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა და მოწესრიგებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებული;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: css_ltd@yahoo.com გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ხარჯების ბუღალტერი"

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე