Робота для біженців з України
პროგრამის ოპერატორი - იგოეთი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პროგრამის ოპერატორი
მომწოდებელი: იგოეთი
გამოქვეყნდა: 14 სექტემბერი / ბოლო ვადა: 14 ოქტომბერი
შპს "იგოეთი" აცხადებს ვაკანსიას პროგრამის ოპერატორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: კასპის რაიონი, სოფელი იგოეთი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00
ტრანსპორტირება: თბილისიდან, აღმაშენებლის ხეივნიდან
ანაზღაურება: განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.

ძირითადი მოვალეობები:

** საწარმოში მიმდინარე პროცესების პროგრამული გატარება;
** პროგრამა Apex-ში მუშაობა და მონაცემების შეყვანა;
** შეკვეთების აკრეფა და დამუშავება;
** გაყიდვების პროგრამული გატარება;
** პროგრამაში მონაცემების სისწორისა და სიზუსტის კონტროლი;
** შესაბამისი ინფორმაციისა და ანგარიშების მომზადება;
** ყოველდღიურ სამუშაო პროცესებთან დაკავშირებული მონაცემების დამუშავება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** პროგრამის ოპერატორის ან მსგავს პოზიციაზე სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
** კომპიუტერთან მუშაობის კარგი უნარები;
** მონაცემებთან მუშაობისას სიზუსტე და ყურადღება დეტალების მიმართ;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** ახალი პროგრამებისა და სამუშაო პროცესების სწრაფად ათვისების უნარი;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ სამუშაო გარემოს;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
** ტრანსპორტირებას თბილისიდან, აღმაშენებლის ხეივნიდან სოფელ იგოეთამდე და უკან;

გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამის ანაზღაურებას.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV/რეზიუმე ელფოსტაზე: Info@igoetispices.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე