|
დასახელება:
AI სპეციალისტი
|
| მომწოდებელი:
Real Palace Development
|
|
გამოქვეყნდა: 12 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 12 ოქტომბერი
|
"Real Palace Development" სამშენებლო სფეროში 2011 წლიდან მოღვაწე უძრავი ქონების დეველოპერული კომპანიაა, რომელსაც საქართველოს სხვადასხვა ქალაქში 12-ზე მეტი განხორციელებული პროექტი აქვს.
"Real Palace" აცხადებს ვაკანსიას AI სპეციალისტის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი
ანაზღაურება: შეთანხმებით, კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად
ძირითადი მოვალეობები
** არქიტექტურული ნახაზების, 3D მოდელებისა და ტექნიკური დავალებების საფუძველზე AI ინსტრუმენტების გამოყენებით მაღალი ხარისხის ფოტორეალისტური რენდერების და ვიდეოების შექმნა;
** არქიტექტურული პროექტების ექსტერიერისა და ინტერიერის ვიზუალიზაციების მომზადება;
** არსებული არქიტექტურული კონცეფციის, მასშტაბის, მასალების, განათებისა და სივრცის ზუსტად გადმოტანა ვიზუალურ მასალაში;
** AI ინსტრუმენტების გამოყენებით ვიდეო რენდერების, ანიმაციებისა და მოკლე ვიდეოკონტენტის შექმნა;
** არქიტექტურული პროექტებისთვის სოციალური მედიის შესაბამისი ვიზუალური და ვიდეო კონტენტის შექმნა;
** Instagram, Facebook და სხვა ციფრული არხებისთვის კრეატიული ვიზუალების, ბანერების, ვიდეოების, პოსტებისა და სარეკლამო მასალების მომზადება;
** არსებული ვიზუალების AI ინსტრუმენტების საშუალებით დამუშავება, გაუმჯობესება და კრეატიულად განვითარება;
** ახალი პროექტებისთვის სხვადასხვა ვიზუალური კონცეფციისა და კრეატიული მიმართულების შემუშავება;
** მარკეტინგისა და არქიტექტურის გუნდებთან თანამშრომლობა;
** თანამედროვე AI ინსტრუმენტებისა და ვიზუალიზაციის ტექნოლოგიების მუდმივი შესწავლა და სამუშაო პროცესში მათი ეფექტურად გამოყენება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
** AI ვიზუალიზაციის ინსტრუმენტებთან მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება;
** მაღალი ხარისხის ფოტორეალისტური არქიტექტურული რენდერების შექმნის უნარი;
** AI ვიდეო ინსტრუმენტებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** Photoshop-ის, Illustrator-ის ან მსგავსი დიზაინის პროგრამების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** სოციალური მედიისთვის ვიზუალური კონტენტის შექმნის გამოცდილება;
** ფერის, განათების, კომპოზიციისა და ვიზუალური სტილის კარგი
შეგრძნება;
** არქიტექტურული პროექტის მარკეტინგულად მიმზიდველ ვიზუალურ კონტენტად გარდაქმნის უნარი.
AI ინსტრუმენტები:
კანდიდატს სასურველია ჰქონდეს გამოცდილება თანამედროვე AI პლატფორმებთან, როგორიცაა Higgsfield AI; Midjourney ; Flux; Adobe Firefly, ChatGPT, Runway, Kling AI, Luma AI; Blender და სხვა მსგავსი ინსტრუმენტები, ასევე AI-ის ინტეგრირება 3D და არქიტექტურული ვიზუალიზაციის პროცესში.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ კონკრეტული პლატფორმების ცოდნა, არამედ AI ინსტრუმენტების პროფესიონალურად გამოყენების უნარი — არქიტექტურული იდეის მაღალი ხარისხის, ფოტორეალისტურ და მარკეტინგულად ეფექტურ ვიზუალურ და ვიდეოკონტენტად გარდაქმნა.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გადმოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@realpalace.ge
|
|
|
|