Робота для біженців з України
კონსულტანტი, დარბაზში მომსახურე პირი, ბარისტა - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კონსულტანტი, დარბაზში მომსახურე პირი, ბარისტა
მომწოდებელი: სანიმუშო
გამოქვეყნდა: 11 სექტემბერი / ბოლო ვადა: 11 ოქტომბერი
კაფე-საცხობი "სანიმუშო" აცხადებს ვაკანსიებს:

1. კონსულტანტი.

ვეძებთ ყურადღებიან, კომუნიკაბელურ და სტუმართმოყვარე ადამიანს, რომელიც დაეხმარება ჩვენს სტუმრებს სასურველი პროდუქტის შერჩევასა და მიღებაში.

ძირითადი მოვალეობები:

** სტუმრების კონსულტაცია და პროდუქციის შეთავაზება;
** სალათების აწონვა და თეფშზე ან კონტეინერში მოთავსება;
** სტუმრისთვის შერჩეული პროდუქციის მიწოდება;
** სამუშაო სივრცის სისუფთავისა და წესრიგის დაცვა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია:

** სტუმართმოყვარეობა და კარგი კომუნიკაციის უნარები;
** ყურადღებიანობა და პასუხისმგებლობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი.

გამოცდილება აუცილებელი არ არის — ყველაფერს ადგილზე გასწავლით.

სამუშაო გრაფიკი: შეთანხმებით.

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ და სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
** ადგილზე კვებას;
** სამუშაო პროცესში საჭირო ცოდნისა და უნარების შესწავლას.

მისამართი: ქ. ქუთაისი, თამარ მეფის ქ. 16
CV გამოგვიგზავნეთ: tamtag186@gmail.com

2. ბარისტა

ვეძებთ ენერგიულ და სტუმართმოყვარე ადამიანს, რომელსაც უყვარს ადამიანებთან ურთიერთობა და სასიამოვნო გარემოში მუშაობა.

ძირითადი მოვალეობები:

** ყავისა და სხვა სასმელების მომზადება;
** შეკვეთების მიღება და სტუმრების მომსახურება;
** სამუშაო სივრცის სისუფთავისა და წესრიგის დაცვა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია:

** სტუმართმოყვარეობა და კარგი კომუნიკაციის უნარები;
** პასუხისმგებლობა და პუნქტუალურობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** ბარისტად მუშაობის გამოცდილება სასურველია.

სამუშაო გრაფიკი: შეთანხმებით.

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ და სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
** ადგილზე კვებას;
** სამუშაო პროცესში საჭირო ცოდნისა და უნარების განვითარებას.

მისამართი: ქ. ქუთაისი, თამარ მეფის ქ. 16
CV გამოგვიგზავნეთ: tamtag186@gmail.com

3. დარბაზის მომსახურე პირი

ვეძებთ მოწესრიგებულ, ყურადღებიან და სტუმართმოყვარე ადამიანს, რომელიც იზრუნებს ჩვენი დარბაზის სისუფთავესა და სტუმრებისთვის კომფორტული გარემოს შექმნაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** დილით დარბაზის მოწესრიგება;
** დღის განმავლობაში მაგიდების ალაგება და მოწესრიგება;
** დარბაზის სისუფთავისა და წესრიგის კონტროლი;
** საჭიროების შემთხვევაში სტუმრების დახმარება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია:

** სტუმართმოყვარეობა და კარგი კომუნიკაციის უნარები;
** სისუფთავე და მოწესრიგებულობა;
** პასუხისმგებლობა და ყურადღებიანობა.

გამოცდილება აუცილებელი არ არის — ყველაფერს ადგილზე გასწავლით.

სამუშაო გრაფიკი: შეთანხმებით.

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ და სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
** ადგილზე კვებას;
** სტაბილურ სამუშაო გარემოს.

მისამართი: ქ. ქუთაისი, თამარ მეფის ქ. 16
CV გამოგვიგზავნეთ: tamtag186@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე