|
დასახელება:
აგრონომი
|
| მომწოდებელი:
კერძო საწარმოო კომპანია
|
|
გამოქვეყნდა: 11 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 11 ოქტომბერი
|
კერძო საწარმოო კომპანია ეძებს აგრონომს.
სამუშაო ადგილი: თბილისი, საქართველო
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: 5 დღე კვირაში; 08:00-17:00
ანაზღაურება: კვალიფიკაციისა და გამოცდილების მიხედვით
ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევა;
ფუნქცია-მოვალეობები:
** სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოვლისა და განვითარების პროცესის მართვა;
** ნიადაგის, მცენარეებისა და მოსავლიანობის მონიტორინგი;
** სასუქებისა და მცენარეთა დაცვის საშუალებების გამოყენების დაგეგმვა/კონტროლი;
** დაავადებებისა და მავნებლების პრევენცია და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;
** ერთწლიანი სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოყვანისა და მოვლის პროცესების მართვა;
** ჩითილების გამოყვანის, მოვლისა და ღია გრუნტში გადარგვის პროცესის დაგეგმვა და კონტროლი;
** აგროტექნიკური პროცესების დაგეგმვა და შესრულების კონტროლი;
** სეზონური სამუშაოების კოორდინაცია;
** წარმოების გუნდთან კოორდინირებული მუშაობა;
** ანგარიშგებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება აგრონომიის ან შესაბამისი მიმართულებით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** აგროტექნიკური პროცესებისა და მცენარეთა დაცვის საშუალებების ცოდნა;
** ერთწლიან სასოფლო-სამეურნეო კულტურებთან მუშაობისა და ჩითილების
გამოყვანის პრაქტიკული გამოცდილება;
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა;
** გუნდური მუშაობისა და პროცესების მართვის უნარი.
კომპანიაში გელოდებათ სტაბილური სამუშაო გარემო, კეთილგანწყობილი გუნდი და კარიერული განვითარების შესაძლებლობა.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hrcompany@top.ge.
სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება — "აგრონომი".
თანამშრომელთა შერჩევის პროცესი წარიმართება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, თანაბარი მოპყრობისა და დისკრიმინაციის აღმოფხვრის პრინციპების დაცვით.
|
|
|
|