|
დასახელება:
მოლარე-კონსულტანტი
|
| მომწოდებელი:
ოლივანდერ ჯგუფი
|
|
გამოქვეყნდა: 11 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 11 ოქტომბერი
|
შპს "ოლივანდერ ჯგუფი" ეძებს გუნდის ახალ წევრებს. კომპანია "ოლივანდერ ჯგუფი" ყველასათვის საყვარელი ფილმებისა და ანიმაციების ბრენდული მაღაზიების ოპერატორი კომპანიაა საქართველოში.
ამ ეტაპზე ცხადდება ვაკანსია მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.
სამუშაო განაკვეთი: სრული
ანაზღაურება: ფიქსირებული 800 ლარი - 950 ლარი, პლუს ბონუსი
ვაკანტური ადგილები: ოლივანდერის მაღაზია (კეკელიძე), ოლივანდერსი (აქსის თაუერსი)
განაკვეთი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით ნახევარი დღე, 09:45-16:00 სთ ან 16:00-22:00 სთ, შაბათ-კვირას 1 სრული დღე მუშაობა (09:45-22:00 სთ), 1 დღე სრული დასვენება (ცვლასთან შეთანხმებით)
სხვა ბენეფიტები: 30 %-იანი კორპორაციული ფასდაკლება კომპანიის ყველა ბრენდულ ფილიალში;
ფიტპასი
თუ შენ:
** გიყვარს ფილმები, ანიმაციები და მათი ნახვა შენი ყოველდღიურობის ნაწილია;
** ხარ ენერგიული, პოზიტიური და კომუნიკაბელური;
** შეგიძლია შენი საყვარელი ფილმებისა და ანიმაციების შესახებ გაუჩერებლად საუბარი;
** სასაუბრო დონეზე ფლობ ინგლისურ ან სხვა რომელიმე უცხო ენას;
მაშინ, ეს ვაკანსია ნამდვილად შენთვისაა!
სამუშაოს აღწერა:
** მომხმარებლებისთვის ამომწურავი და სრულფასოვანი ინფორმაციის მიწოდება პროდუქციის შესახებ;
** პროდუქციის მახასიათებლების, ბრენდის, სტანდარტებისა და კომპანიის შინაგანაწესის ზედმიწევნით ცოდნა და დაცვა;
** გაყიდვების ზრდაზე ზრუნვა;
** პროდუქტის რეალიზაციის და სხვა ოპერაციების გაყიდვების პროგრამაში გატარება;
** სალარო ოპერაციების განხორციელება;
** ფილიალის სივრცეში წესრიგის დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
** ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა;
** პასუხისმგებლობიანობა;
** ფილმებისა და ანიმაციების შესახებ, რაც შეიძლება მეტი ცოდნა და ამ ცოდნის მომხმარებლებისთვის გაზიარება.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გადახვიდეთ მითითებულ ლინკზე: https://hr.ollivandergroup.ge/careers/1d759cc2-b22e-44a0-970a-586d3fb9d014
|
|
|
|