Робота для біженців з України
სამედიცინო წარმომადგენელი - თბილისი, ქვემო ქართლი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამედიცინო წარმომადგენელი
მომწოდებელი: ფარმაცევტული კომპანია
გამოქვეყნდა: 10 სექტემბერი / ბოლო ვადა: 10 ოქტომბერი
ევროპული ფარმაცევტული კომპანია აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო წარმომადგენლის თანამდებობაზე თბილისსა და ქვემო ქართლზე.

სამუშაოს აღწერილობა/ძირითადი მოვალეობები:

** ყოველდღიური ვიზიტების განხორციელება ექიმებთან და ფარმაცევტებთან;
** კომპანიის მედიკამენტების შესახებ სამეცნიერო ინფორმაციის წარდგენა;
** ფარმაცევტული ბაზრის ანალიზი;
** კომპანიის მედიკამენტების პრომოციისთვის საჭირო სხვა საქმიანობების განხორციელება.

აუცილებელი მოთხოვნები:

** სასურველია ფარმაცევტული ან სამედიცინო განათლება;
** ეფექტური კომუნიკაციის და პრეზენტაციის უნარი;
** კომუნიკაბელურობა, ინიციატივის გამოჩენის უნარი;
** ორგანიზებულობა, გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.

უნარები და შესაძლებლობები:

** კომპიუტერული უნარები - (საოფისე პროგრამები)
** შრომისმოყვარეობა, ენერგიულობა, პასუხისმგებლობის გრძნობა

სამუშაო საათები: 9:00 - 18:00 მდე ყოველდღე შაბათ-კვირის გარდა
საწყისი ანაზღაურება: 1000 ლარი

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათთან ერთად ელ. მისამართზე: orm.pharma@gmail.com.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე