|
დასახელება:
მოზრდილთა გადაუდებელი მედიცინის ექიმი
|
| მომწოდებელი:
ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო
|
|
გამოქვეყნდა: 10 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 09 ოქტომბერი
|
"ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო" აცხადებს მოზრდილთა გადაუდებელი მედიცინის ექიმის ვაკანსიას.
განცხადების მიღების ვადა: 10 სექტემბერი - 09 ოქტომბერი
სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი, ტბელ აბუსერიძის 2 / პუშკინის 164
სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** შესაბამის სპეციალობაში-"მოზრდილთა გადაუდებელი მედიცინა" სახელმწიფო სერტიფიკატი;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენის ცოდნა;
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** პაციენტზე ორიენტირებულობა;
** კომპანიისადმი ლოიალური დამოკიდებულება;
** თავაზიანობა;
** მოწესრიგებულობა - მიზანდასახულობა, პასუხისმგებლობა, დავალებების დადგენილ ვადებში დასრულება, დეტალებისადმი ყურადღება და კარგი მეხსიერება;
** კომუნიკაცია - აზრის არგუმენტირებულად და ნათლად გამოხატვა წერითი და ზეპირი სახით, პროფესიული მიმოწერის წარმოება;
** სუბორდინაცია;
** გუნდური მუშაობისადმი მზაობა;
** სტრესულ და კონფლიქტურ გარემოში მუშაობისა და სიტუაციის დარეგულირება;
** თვითგანვითარება;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი.
ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:
** პაციენტის მდგომარეობის პირველადი შეფასება და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების საჭიროების განსაზღვრა;
** პაციენტის სასიცოცხლო ფუნქციების შეფასება, მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში მათი სტაბილიზაცია;
** გადაუდებელი მდგომარეობების დიაგნოსტიკა, დიფერენციული დიაგნოსტიკის ჩატარება და შესაბამისი სამკურნალო ტაქტიკის განსაზღვრა;
** პაციენტისათვის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გაწევა მოქმედი კლინიკური პროტოკოლებისა და გაიდლაინების შესაბამისად;
** საჭიროების შემთხვევაში რეანიმაციული ღონისძიებების, მათ შორის გულ-ფილტვის რეანიმაციის, ჩატარება;
** გადაუდებელი სამედიცინო მანიპულაციების ჩატარება თავისი კომპეტენციის ფარგლებში;
** ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევების დანიშვნა, შედეგების შეფასება და შესაბამისი სამედიცინო გადაწყვეტილების მიღება;
** პაციენტის მდგომარეობის გათვალისწინებით, სხვა პროფილის ექიმ-სპეციალისტების კონსულტაციის ორგანიზება;
** პაციენტის ჰოსპიტალიზაციის, სხვა განყოფილებაში გადაყვანის, სხვა სამედიცინო დაწესებულებაში რეფერირების ან ამბულატორიული მართვის შესახებ გადაწყვეტილების მიღება;
** მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტის მდგომარეობის უწყვეტი მონიტორინგი და შესაბამისი სამედიცინო ღონისძიებების განხორციელება;
** პაციენტის ან/და მისი კანონიერი წარმომადგენლისათვის ჯანმრთელობის მდგომარეობის, დაგეგმილი გამოკვლევებისა და მკურნალობის შესახებ კომპეტენციის ფარგლებში ინფორმაციის მიწოდება;
** სამედიცინო დოკუმენტაციის სრულყოფილად, დროულად და მოქმედი წესების შესაბამისად წარმოება;
** პაციენტის სამედიცინო ისტორიის, ჩატარებული კვლევების, დიაგნოზის, მკურნალობისა და გაწეული გადაუდებელი დახმარების შესახებ ინფორმაციის სათანადოდ დაფიქსირება;
** პაციენტის უსაფრთხოების, სამედიცინო ეთიკისა და კონფიდენციალურობის პრინციპების დაცვა;
** ინფექციების კონტროლისა და უსაფრთხოების დადგენილი წესების დაცვა;
** გადაუდებელი დახმარების პროცესში ჩართული სამედიცინო პერსონალის საქმიანობის კოორდინაციაში მონაწილეობა;
** მორიგეობის პერიოდში განყოფილებაში შემოსული პაციენტების დროული შეფასებისა და სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფა;
** პაციენტის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში შესაბამისი გადაუდებელი ღონისძიებების დაუყოვნებლივ განხორციელება;
** სამედიცინო დაწესებულების შინაგანაწესით, სამუშაო ინსტრუქციებითა და ხელმძღვანელის შესაბამისი მითითებებით განსაზღვრული სხვა მოვალეობების შესრულება.
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგი ელ-ფოსტის მისამართზე: hr@brchospital.ge
სასურველია რეზიუმეს დაურთოთ რეკომენდაციები.
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
|
|
|
|