|
დასახელება:
სასტუმროს გაყიდვების მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
Auroom Bakuriani Resort
|
|
გამოქვეყნდა: 10 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 10 ოქტომბერი
|
"Auroom Bakuriani Resort" აცხადებს ვაკანსიას სასტუმროს გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
ვეძებთ აქტიურ, კომუნიკაბელურ და შედეგზე ორიენტირებულ ადამიანს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება სასტუმროს გაყიდვების განვითარებაზე, ახალი პარტნიორების მოძიებასა და გაყიდვების ზრდაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** სასტუმროს გაყიდვების სტრატეგიის დაგეგმვა და განხორციელება;
** ახალი კლიენტებისა და პარტნიორების მოძიება;
** ტურისტულ სააგენტოებთან და ტუროპერატორებთან თანამშრომლობის განვითარება;
** კორპორაციული კლიენტების მოზიდვა;
** საერთაშორისო ტურისტულ ბაზრებთან მუშაობა;
** სასტუმროს პაკეტებისა და სპეციალური შეთავაზებების შექმნა;
** B2B პარტნიორების მოძიება და მათთან მოლაპარაკებების წარმოება;
** არსებული პარტნიორების შენარჩუნება და ურთიერთობების განვითარება;
** გაყიდვების მიზნების შესრულება და ყოველთვიური შედეგების მონიტორინგი;
** ბაზრისა და კონკურენტების ანალიზი;
** სასტუმროს პოპულარიზაციისა და გაყიდვების ახალი არხების განვითარება.
მოთხოვნები:
** სასტუმროს გაყიდვების სფეროში სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ტურისტულ სააგენტოებთან და ტუროპერატორებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება დიდ უპირატესობად;
მოლაპარაკებების წარმოებისა და გაყიდვების ძლიერი უნარები;
** მაღალი კომუნიკაციის უნარი;
** ინგლისური ენის კარგი ცოდნა;
** დამატებითი უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** კომპიუტერული პროგრამების კარგი ცოდნა;
** დამოუკიდებლად მუშაობისა და შედეგზე ორიენტირების უნარი;
** მივლინებებში და პარტნიორებთან შეხვედრებში მონაწილეობის მზადყოფნა.
ჩვენ გთავაზობთ:
** კონკურენტულ ანაზღაურებას;
** ბონუსურ სისტემას გაყიდვების შედეგების მიხედვით;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
** დინამიკურ და საინტერესო სამუშაო გარემოს;
** შესაძლებლობას, იმუშაოთ საერთაშორისო ტურისტულ ბაზრებზე და განავითაროთ სასტუმროს B2B გაყიდვები.
სამუშაო ადგილი: თბილისი
პოზიცია: სასტუმროს გაყიდვების მენეჯერი
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგზავნეთ CV და მოკლე ინფორმაცია თქვენს გამოცდილებაზე.
vacancy@pmg.com.ge.
|
|
|
|