Робота для біженців з України
ადმინისტრატორი/გაყიდვების წარმომადგენელი - გუდაური
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ადმინისტრატორი/გაყიდვების წარმომადგენელი
მომწოდებელი: სქი-გუდაური
გამოქვეყნდა: 10 სექტემბერი / ბოლო ვადა: 10 ოქტომბერი
სათხილამურო სკოლა და გაქირავება "Ski Gudauri" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის/გაყიდვების წარმომადგენლის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: გუდაური
სამუშაო პერიოდი: სეზონური — დეკემბრიდან აპრილის ჩათვლით
ანაზღაურება: 1800 ლარი + ბონუსი
სამუშაო გრაფიკი: 09:00-21:00
კვირაში 6 სამუშაო დღე
ზეგანაკვეთური სამუშაო ანაზღაურებადია

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლების მიღება და კონსულტაცია;
** მომსახურებებისა და პროდუქტების შეთავაზება/გაყიდვა;
** CRM სისტემაში ჯავშნებისა და მომხმარებლის ინფორმაციის მართვა;
** ჯავშნების მიღება და ადმინისტრირება;
** მომხმარებლებთან კომუნიკაცია ადგილზე და ონლაინ;
** ყოველდღიური საორგანიზაციო და ადმინისტრაციული პროცესების მართვა;
** კომპანიის მომსახურების მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გაყიდვების ან/და ადმინისტრაციულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** CRM სისტემაში მუშაობის ცოდნა/გამოცდილება;
** კარგი კომუნიკაციისა და გაყიდვების უნარები;
** ინგლისური ენის კარგი ცოდნა;
** სხვა უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** სხარტი აზროვნება და სწრაფად რეაგირების უნარი;
** ყურადღება დეტალების მიმართ;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** პერფორმანსზე დაფუძნებულ კარგ საბონუსე სისტემას;
** ანაზღაურებად ზეგანაკვეთურ სამუშაოს;
** საცხოვრებლით უზრუნველყოფას გუდაურში;
** ტრანსპორტირებით უზრუნველყოფას;
** სამუშაოს დაწყებამდე შესაბამის გადამზადებას - Ski Gudauri-ს მუშაობის სპეციფიკას, შიდა პროცესებსა და სისტემებთან მუშაობას ადგილზე შეგასწავლით;
** აქტიურ და დინამიკურ სამუშაო გარემოს საერთაშორისო მომხმარებლებთან, დაწინაურების პერსპექტივით.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ელფოსტაზე info@skigudauri.ge.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე