|
დასახელება:
საწყობის მენეჯერი ავტონაწილების მიმართულებით
|
| მომწოდებელი:
სმოტორსი
|
|
გამოქვეყნდა: 10 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 10 ოქტომბერი
|
"სმოტორს" აცხადებს ვაკანსიას საწყობის მენეჯერის (ავტონაწილების მიმართულებით) პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი, ვარკეთილი
სამუშაო გრაფიკი: სრული
ძირითადი მოვალეობები:
** ავტონაწილების საწყობის ყოველდღიური ოპერაციების სრული მართვა და კონტროლი.
** ახალი პროდუქციის მიღება, კატალოგებთან შედარება, კოდების (არტიკულების) გადამოწმება და დასაწყობება.
** მარაგების ოპტიმალური განლაგება ავტომობილის მარკებისა და ნაწილების კატეგორიების მიხედვით (სწრაფი ძებნისთვის).
** ონლაინ და ფიზიკური შეკვეთების დროული, ზუსტი დაკომპლექტება და გაცემა საბითუმო და საცალო ქსელისთვის.
** მარაგების ნაშთების მუდმივი კონტროლი, დეფიციტური ნაწილების იდენტიფიცირება და შესყიდვების გუნდისთვის ინფორმაციის მიწოდება.
** პერიოდული და გეგმური ინვენტარიზაციის პროცესში ჩართულობა.
** საწყობის თანამშრომლების მუშაობის კოორდინაცია და სამუშაო დისციპლინის კონტროლი.
** წუნდებული (დეფექტური) ან დაბრუნებული ავტონაწილების აღრიცხვა და შესაბამისი პროცედურების მართვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ან ლოგისტიკის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება.
** საწყობის მენეჯერად მუშაობის გამოცდილება (სასურველია ავტონაწილების ან ტექნიკური პროდუქციის სფეროში).
** საწყობის აღრიცხვის პროგრამების სამუშაო დონეზე ცოდნა.
** დიდი მოცულობის ინფორმაციასთან და მრავალფეროვან ასორტიმენტთან მუშაობის უნარი.
** გუნდის მართვის, ორგანიზებულობისა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
რას გთავაზობთ:
** სტაბილურ სამუშაოს მზარდ კომპანიაში.
** ბონუსურ სისტემას (ინვენტარიზაციის შედეგებისა და გეგმის შესრულების მიხედვით).
** ფასდაკლებას კომპანიის პროდუქციაზე.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: cv@smotors.ge და სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება: "საწყობის მენეჯერი"
კომპანია "სმოტორსი" უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებს ყველა კანდიდატისთვის მიუხედავად მათი სქესის, რელიგიური აღმსარებლობის, რასის, წარმომავლობისა თუ პოლიტიკური შეხედულებებისა.
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|